ბათუმის "დინამომ" "მერანს" საკუთარ ბაზაზე უმასპინძლა და ორი დამარცხების შემდეგ გაიმარჯვა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ, 70-ე წუთზე მირზა ფარტენაძის დარტყმული ბურთი მეტოქე გუნდის მცველმა კარგად ვერ მოიგერია და ამირან აბუსელიძემ გაიტანა გოლი.
"დინამომ" 15 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დამკვიდრდა.