ბაზის გახსნის შემდეგ ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში გულშემატკივრების წინ წარდგა და ეროვნული ლიგა 2-ის IX ტურში მარტვილის "მერანს" მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია.
შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ამირან აბუსელიძე გახდა.
ანგისას ბაზის სტადიონი ბოლომდე გაივსო, რაც მოსალოდნელი იყო.
გთავაზობთ ფოტოებს, რა ხდებოდა ანგისას ბაზაზე გახსნისა და მატჩის დროს.
ფოტოები ბათუმის "დინამოს" "ფეისბუქგვერდს" ეკუთვნის.