მატჩის მე-40 წუთზე "გაგრამ" რატი ცაცკრიალაშვილის პენალტით შეძლო დაწინაურება, ხოლო 54-ე წუთზე თამაზ ლომსაძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა.
თუმცა 67-ე წუთიდან ორ წუთში "სამგურალმა" ორი ბურთის გაქვითვა შეძლო და ანგარიში 2:2 გახადა. გაგა ჩხეტიანმა პენალტით გაიტანა და მორიგი შეტევის დროს, 69-ე წუთზე ნიკა შალამბერიძეს ლამაზი გოლი გამოუვიდა.
მიუხედავად ამისა, აფხაზები იმერლებმა ვერ შეაჩერეს და 86-ე წუთზე ლევან პაპავამ საბოლოო ანგარიში დაფიქსირა -