ეროვნული ლიგა 2. XI ტური: "სამგურალი" "გაგრასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 11 მაისს, ეროვნული ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტურში ერთმანეთს მარტვილში "სამგურალი" და "გაგრა" დაუპირისპირდნენ. კლუბებს შორის დაპირისპირება 3:2 დასრულდა

მატჩის მე-40 წუთზე "გაგრამ" რატი ცაცკრიალაშვილის პენალტით შეძლო დაწინაურება, ხოლო 54-ე წუთზე თამაზ ლომსაძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა.

თუმცა 67-ე წუთიდან ორ წუთში "სამგურალმა" ორი ბურთის გაქვითვა შეძლო და ანგარიში 2:2 გახადა. გაგა ჩხეტიანმა პენალტით გაიტანა და მორიგი შეტევის დროს, 69-ე წუთზე ნიკა შალამბერიძეს ლამაზი გოლი გამოუვიდა.

მიუხედავად ამისა, აფხაზები იმერლებმა ვერ შეაჩერეს და 86-ე წუთზე ლევან პაპავამ საბოლოო ანგარიში დაფიქსირა -
2:3, "გაგრას" სასარგებლოდ. ამ გამარჯვებით "გაგრა" დროებით მეორე პოზიციაზე აინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0