" მარტვილის "მერანს" გამოცდილი, უკრაინელი სპეციალისტი, ანატოლი პისკოვეცი გაწრთვნის.
პისკოვეცს დიდხანს უმუშავია საქართველოში. განსაკუთრებით წარმატებული სეზონი ჰქონდა "გაგრაში" მოღვაწეობის დროს, რადგან აწ უკვე ჭყონდიდელთა თავკაცის ხელში "გაგრამ" 2010-2011 წლებში ქართულ ფეხბურთში ახალი ისტორია დაწერა და პირველად, პირველი ლიგის გუნდმა საქართველოს თასი მოიპოვა. ამასთანავე, გუნდი საფეხბურთო ელიტას დაუბრუნდა და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.
პისკოვეცის ხელმძღვანელობით "გაგრას" თავი არც ევროტურნირებზე შეურცხვენია და უფრო გამოცდილ კვიპროსის "ანართოსისს" მართლაც, რომ ღირსეული
ამრიგად, "მერანის" ახალი დამრიგებელი უკვე შეუდგა საქმეს თავის ახალ კლუბში და დღეს მარტვილში პირველი ვარჯიში ჩაატარა. წარმატებები ვუსურვოთ ანატოლი პისკოვეცს "მერანთან" ერთად. "