"ნორჩმა დინამომ" "შატილის" სტადიონზე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო "გაგრას" და გალიდერდა. ანგარიში "ნორჩი დინამოს" ბომბარდირმა იაგო დეისაძემ 21-ე წუთზე გახსნა, საპასუხო გოლი მალე სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა თამაზ ლომსაძემ მალევე გაიტანა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვანო შენგელიძემ თბილისური გუნდი ისევ დააწინაურა.
78-ე წუთზე ვანო ხაბელაშვილმა კვლავ აღადგინა თანაფადრობა, ხოლო 89-ე წუთზე დეისაძემ გამარჯვება "ნორჩ დინამოს" მოუტანა.
ბათუმის "დინამომ" ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჯოვინო ფლამარიონის გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა "შევარდენი" და 23 ქულით
ქობულეთის "შუქურამ", რომელმაც წინა ტურში ბათუმის "დინამოსთან" ფრეს (1:1) მიაღწია და ახალი მწვრთნელი ჰყავს (თენგიზ კობიაშვილი), 0:2-ს აგებდა "მერანთან" (დუბლი ნიკოლოზ ხინთიბიძემ შეასრულა) და მაინც მოახერხა ქულის მოპოვება - 61-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი ნიკო კვასხვაძემ გაიტანა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგი ჭანუყვაძემ თავის გუნდს ქულა გადაურჩინა - 2:2.
ხვალ "ვიტ ჯორჯია" "თელავს" მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში პირველ პოზიციას დაიბრუნებს, ხოლო "ცხინვალი" სტუმრად "სამგურალს" ხვდება. შეგახსენებთ, "სამგურალის" მწვრთნელად გია გიგატაძის ნაცვლად ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა.