დღეს გუნდის რიგებს კიდევ ერთი ნიჭიერი მეკარე - ოთო გოშაძე შეემატა.
ფეხბურთელმა კლუბთან 1.5-წლიან იჯარას უკვე მოაწერა ხელი. გოშაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ღირსებას იცავდა, საკლუბო კარიერა კი "საბურთალოში" დაიწყო. იჯარის წესით თურქულ "ქასიმფაშასა" და "დინამო თბილისში" თამაშობდა.
გოშაძის სატრანსფერო უფლებები "საბურთალოს" ეკუთვნის. თბილისის "დინამოში" მიმდინარე ეროვნული ლიგის დროს 21 წლის მეკარეს ერთხელაც არ უთამაშია.
ბათუმის "დინამომ" "საბურთალოდან" ნახევარმცველი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა