მარტვილის "მერანმა" უკრაინელი ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანის" ღირსებას უკრაინელი ლეგიონერი იაროსლავ გალენკო დაიცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

27 წლის ფეხბურთელი 2009-14 წლებში უკრაინის პირველი ლიგის გუნდში, "ზირკაში" ასპარეზობდა. შემდეგ "ჰელიოსში" (უკრაინა, პირველი ლიგა), "მეტალისტში" (უკრაინა, პრემიერლიგა), "ჰირნიკ სპორტში" (უკრაინა, პირველი ლიგა), ბოლოს კი "სუმის" (უკრაინა, პირველი ლიგა) რიგებში ირიცხებოდა.

იაროსლავ გალენკო ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელია. უკრაინელს "მერანის" მაისურით ბათუმის "დინამოსთან" მატჩში ჰქონდა დებიუტი.

შეგახსენებთ, რომ "მერანმა" ბათუმის "დინამოსთან" 0:4 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0