ეროვნულმა ლიგა 2-მა მეორე წრის სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა.
მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის "დინამოს" 21 წლის ბრაზილიელი შემტევი ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ჯოვინომ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 12 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
II წრის საუკეთესო მწვრთნელად კი ბათუმის "დინამოს" თავკაცი გია გეგუჩაძე აირჩიეს. მეორე წრეში "დინამომ" გეგუჩაძის ხელმძღვანელობით 5-ჯერ მოიგო და 4-ჯერ ფრე ითამაშა.
მეორე წრის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება: