განცხადებიდან ირკვევა, რომ ბათუმელები სექტემბრის ბოლომდე საშინაო მატჩებს ქუთაისში გამართავენ.
გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"ძვირფასო გულშემატკივრებო!
კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში კლუბის სპორტულ ბაზაზე არსებული ბუნებრივსაფარიანი მოედანი საკმაოდ დაზიანდა და ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ალბათ გახსოვთ, რომ სეზონის დასაწყისში, სწორედ მინდვრის საფარზე გაფრთხილების გამო ჩვენ მაქსიმალურად გადავდეთ ე.წ. "სახლში დაბრუნების" პროცესი და რამდენიმე საშინაო შეხვედრის გამართვა ქუთაისში მოგვიხდა. მიუხედავად ამისა, უარყოფითი შედეგი მაინც დადგა და მინდვრის საფარი სავალალო მდგომარეობაშია.
ჩვენ ვიცით, რომ "დინამო" ბათუმს მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი ჰყავს და ყველგან და ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, ამიტომ ქუთაისში გასამართ მატჩებზე გამგზავრების მსურველ გულშემატკივარს, კლუბის ადმინისტრაცია ტრანსპორტირების და კვების ხარჯებს აუნაზღაურებს.
პატივისცემით: "დინამო" ბათუმის ადმინისტრაცია"