მატჩის ერთადერთი გოლი 69-ე წუთზე თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა, რომელიც კარგ სეზონს ატარებს.
ამ მოგების შემდეგ "თელავმა" 38 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გადავიდა.
ხვალ გათამაშების 2 მატჩი ჩატარდება - "გაგრა" "ცხინვალს", ბათუმის "დინამო" კი "ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს.
"თელავი" 19 სექტემბერს საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების მერვედფინალში გორის „დილას“ უმასპინძლებს, ხოლო ჩემპიონატის 25-ე ტურში მარტვილში წყალტუბოს „სამგურალს“ შეხვდება.