ერთპიროვნულმა ლიდერმა ბათუმის "დინამომ" მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. აჭარულმა გუნდმა მცხეთაში 3:0 სძლია "ცხინვალს". გოლები ჯოვინო ფლამარიონიმ, გიორგი ილურიძემ და ვალერიან თევდორაძემ (პენალტით) გაიტანეს. 73-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ცოტნე მესხი.
"თელავმა" მარტვილში დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა წყალტუბოს "სამგურალი". დუბლი კახური გუნდის ნახევარმცველმა ვასილ გოგოლიძემ შეასრულა.
"ნორჩმა დინამომ" თბილისის "შატილის" სტადიონზე 2:1 მოუგო "მერანს".
ნელ-ნელა თმობს პოზიციებს "ვიტ ჯორჯია", რომელიც თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის
"შუქურამ" ლანჩხუთში 3:1 სძლია "გაგრას". დუბლი ქობულეთელთა კაპიტანმა გიორგი ჩელებაძემ შეასრულა, რომელმაც ერთი გოლი პენალტით გაიტანა.
ბათუმის "დინამო" მეორე ადგილზე მყოფ "თელავს" 10 ქულით უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსან "ნორჩ დინამოს" - 11 ქულით.