ეროვნული ლიგა 2. XXVI ტური: "თელავი" და "ნორჩი დინამო" დაზავდნენ, "ვიტ ჯორჯიამ" კი გაიმარჯვა

AutoSharing Option
დღეს, 28 სექტემბერს ეროვნული ლიგა 2-ის სამი მატჩი გაიმართა.

დაძაბული შეხვედრა ჩატარდა თელავში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "ნორჩ დინამოს" უმასპინძლა. 38-ე წუთზე ანგარიში სტუმართა გუნდის ვეტერანმა ნახევარმცველმა დავით ბოლქვაძემ გახსნა, ხოლო შესვენების შემდეგ ირაკლი რუხაძემ პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში 1:0 სძლია "სამგურალს". გოლი 22-ე წუთზე გამოცდილმა თავდამსხმელმა ვახტანგ კვარაცხელიამ გაიტანა.

"შუქურასა" და "შევარდენის" დაპირისპირება ლანჩხუთში უგოლოდ დასრულდა.

"ვიტ ჯორჯიასა" და "თელავს" 42-42 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, მეოთხე პოზიციაზე კი 41 ქულით
"ნორჩი დინამოა".

დღეს "გაგრა" ლიდერ ბათუმის "დინამოს" მასპინძლობს, ხოლო "მერანი" "ცხინვალს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0