ეროვნული ლიგა 2. XXVII ტური: ბათუმის "დინამომ" ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის 27-ე ტურში ლიდერმა ბათუმის "დინამომ" "მერანი" 2:0 დაამარცხა.

იმის გამო, რომ ბათუმის სტადიონზე მინდვრის სამუშაოები მიმდინარეობს, მატჩი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე ჩატარდა.

აჭარული გუნდს "მერანმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწია. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში ბათუმელთა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა გაბრიელ რამოსმა ლამაზი კომბინაციის შემდეგ გახსნა, ხოლო მეორე გოლი კახაბერ მეშველიანის კარში შეცვლაზე შესულმა ამირან აბუსელიძემ ლაშა ჩალაძის პასით კომპენსირებულ დროში გაიტანა.

"დინამო" 55 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევრებს "ვიტ ჯორჯიასა" და "თელავს" 13 ქულით უსწრებს. თუმცა, მათ თითო-თითო მატჩით
ნაკლები აქვთ ჩატარებული.

დღეს "ცხინვალი" "თელავს", "შევარდენი" "გაგრას", ხოლო "ნორჩი დინამო" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0