ეროვნული ლიგა 2-ის 28-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბათუმის "დინამომ", რომელმაც ქუთაისში 3:2 დაამარცხა "თელავი".
მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა. 41-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ "თელავი" დააწინაურა, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ჯოვინო ფლამარიონიმ ანგარიში გაათანაბრა. 68-ე წუთზე თელაველმა ირაკლი რუხაძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ფლამარიონიმ დალაშქრა ლუკა სანიკიძის კარი. 90+1-ე წუთზე გურამ ადამაძის ავტოგოლით ანგარიში ისევ გაყაიმდა და როდესაც ყველას ეგონა გუნდები დაზავდებოდნენ, მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ფლამარიონიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა
ნორჩი დინამო - შუქურა 2:2
ცხინვალი - ვიტ ჯორჯია 0:2
სამგურალი - შევარდენი 1:1
გაგრა - მერანი 5:1
ბათუმის "დინამო" 58 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს, მის უახლოეს მდევრებს "ვიტ ჯორჯიასა" და "გაგრას" კი 46-46 ქულა აქვთ.