ეროვნული ლიგა. XXXV ტური: "სამგურალმა" "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა და ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილს ინარჩუნებს

AutoSharing Option
დღეს, 2 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა.

ჩემპიონატის აუტსაიდერმა "ცხინვალმა" მცხეთაში მარტვილის "მერანი" 2:0 დაამარცხა, 45-ე წუთზე ანგარიში მასპინძელთა ლეგიონერმა ჩუკა ოგბუმ სანდრო ქრისტესიაშვილის გადაცემით გახსნა. მეორეე გოლი კი მატჩის მიწურულს ლუკა ვარძელაშვილმა გაიტანა.

ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა "სამგურალმა" ქუთაისში ერთ-ერთი ლიდერი "ვიტ ჯორჯია" მინიმალური სხვაობით დაამარცხა, მატჩის ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე ლაშა ჩიხლაძემ გაიტანა.

უხვგოლიანი გამოდგა "ნორჩი დინამოსა" და "თელავის" დაპირისპირება, მატჩის პირველი გოლი მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი კახელიშვილმა მე-13 წუთზე გაიტანა. 51-ე და
58-ე წუთებზე დუბლი შეასრულა სტუმართა მცველმა ანტონ თოლორდავამ და "თელავი" დააწინაურა, თუმცა ზურაბ არზიანმა 82-ეზე წონასწორობა აღადგინა და მატჩიც ფრედ, 2:2 დასრულდა.

altეროვნული ლიგა 2. XXXIV ტური: ქობულეთის "შუქურამ" სტუმრად "გაგრა" დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0