"ცხინვალმა" "მცხეთა პარკზე" "ბახმაროს" უმასპინძლა და ანგარიშით, 2:1 სძლია. დუბლის ავტორი გიორგი კიკნაძე გახდა. მე-80 წუთზე კი გიგა კვერენჩხილაძემ სხვაობა შეამცირა. ამ მოგებით "ცხინვალმა" ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისთვის ერთი ნაბიჯით წაიწია.
ლანჩხუთის "გურიამ" კი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნულ ლიგა 2-ში მე-8 ადგილზე გასული "სამგურალი" 1:0 დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი კარლო ჯიქიძე გახდა.
საპასუხო მატჩები 14 დეკემბერს გაიმართება. "ბახმარო" ჩოხატაურში, "ბორის პაიჭაძეზე", 13:00-ზე "ცხინვალს" უმასპინძლებს, ხოლო "სამგურალი" ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის
ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
გურია-სამგურალი 1:0
გოლი: 1:0 კარლო ჯიქიძე (26)
გურია. 4-2-3-1: გაბრიელ თებიძე, დიმიტრი ვირუბოვი, თენგიზ ჩიკვილაძე, კარლო ჯიქიძე, ნიკა ნარიაშვილი, ალექსანდრე შენგელია, დენის სკოტარენკო, ირაკლი ბაჯელიძე, გიგა გურეშიძე, ვანო წილოსანი, ვლადიმერ ჯოჯუა
მთ. მწვრთნელი: გიგა იმედაიშვილი
სამგურალი. 4-2-3-1: ანდრე ნონოსი, თორნიკე კაკუშაძე, ჯო ბოტაკა-იობომა, ბექა ბიბილაშვილი, გაგა ჩხეტიანი, თენგიზ ბრეგვაძე, გაბრიელ საღრიშვილი, ზაურ გოგუაძე, უშანგი ბანძელაძე, ნიკა შალამბერიძე, ილია ახვლედიანი
მთ. მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
მცხეთა პარკი
ცხინვალი-ბახმარო 2:1
გოლები: 1:0, 2:0 გიორგი კიკნაძე (9, 42), 2:1 გიგა კვერენჩხილაძე (80)
ცხინვალი. 4-2-3-1: ივან ტირიჩი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ცერცვაძე, გიორგი მაღალდაძე, ლუკა ვარძელაშვილი, დავიდ როხას მენა, გიორგი კიკნაძე, სანდრო ქრისტესიაშვილი, ზვიად ლობჯანიძე, ჩუკა ოგბუ
მთ. მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე
ბახმარო. 4-2-3-1: დავით კეკელიძე, ბიძინა ცინცაძე, რუსლან დემიანოსი, თეიმურაზ შარაშენიძე, ხვიჩა დიდია, გიგა კვერენჩხილაძე, ლევან ბაკურაძე, სოლომონ გუჯაბიძე, ნიკა ჭკუასელი, ალექსი ბენაშვილი, სერგო ფირცხალაიშვილი
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია