როგორც კლუბის ოფიციალური Facebook გვერდი იუწყება, 37 წლის სპეციალისტი მომავალი სეზონიდან სხვა კლუბს გაწვრთნის.
"თელავი" მადლობას უხდის გიორგი დეკანოსიძეს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობას სავარაუდოდ, ნაახალწლევს შეიტყობთ. მადლობა გიორგის და წარმატებები!" - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი დეკანოსიძე გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს.
გიორგი შაშიაშვილმა გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა