"ნორჩი დინამო" ახალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს გეგმავს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის კლუბი "ნორჩი დინამო" მომავალი სეზონიდან სახელის შეცვლას და რებრენდინგს აპირებს. ამის შესახებ ეროვნული ლიგის ვებგვერდს კლუბის დირექტორი ირაკლი შენგელია ესაუბრა...

"გვსურს მომავალი სეზონიდან ახალი სახელით და ახალი ლოგოთი ვითამაშოთ..." - ამბობს შენგელია. "ძველი თბილისური კლუბის - თბილისის მერანის სახელის აღდგენას ვფიქრობთ და ამის შესახებ წერილობით უკვე ვაცნობეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას."

თბილისელებმა განვლილი ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს, ხოლო კლუბის ლიდერი - იაგო დეისაძე 12 გოლით და 8 საგოლე პასით (ყველაზე მეტი ჩემპიონატში) ლიგის ერთ-ერთი
საუკეთესო მოთამაშე გახლდათ.

მომზადებულია erovnuliliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0