"ცხინვალის" პრეზიდენტი თურქეთში მომხდარ ინციდენტზე: უბრალოდ მოხდა გაუგებრობა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" პრეზიდენტი თურქეთში კლუბის ხუთი ფეხბურთელის დაკავებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. ქართლოს რუხაიას ინფორმაციით, ფეხბურთელები თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაიკითხნენ, რადგან მაღაზიაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

"მე, პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალურად ვიცი, რა მოხდა. გავრცელდა ძალიან არასწორი ინფორმაცია. არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, უბრალოდ მოხდა გაუგებრობა, ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და ჩეკთან დაკავშირებით რატომღაც არ მოხდა საქონლის გატარება თვითონ კონკრეტულ მაღაზიაში. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. ყველა აღნიშნული
ფეხბურთელი იმყოფება გუნდთან ერთად და აგრძელებს ვარჯიშს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოხდა მხოლოდ დაკითხვა და არავითარი დაკავება. იყო გაუგებრობა და ამით დამთავრდა ყველაფერი. გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს მომზადებას", - აცხადებს რუხაია.

შეგახსენებთ, კლუბ "ცხონვალის" ხუთი ფეხბურთელის დაკავების შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.

altmalatyaguncel.com: "ცხინვალის" 5 ფეხბურთელი ანტალიაში ქურდობაზე დააკავეს

altრას ამბობს "ცხინვალის" პრესსამსახური თურქეთში ფეხბურთელების შესაძლო დაკავების ფაქტზე

altსფფ თურქეთში "ცხინვალის" ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წყარო: Ipn.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვალ ზეგ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება გათამაშების ცხრილი კი ვერსად ვნახე!!! გთხოვთ მისაგნებ ადგილას დადოთ ეს ცხრილი, რომ რიგითმა გულშემატკივრებმა შევძლოთ გაცნობა!
aburjga
01 მარტი 2019 19:03
0
ცხრილი კი არა კალენდარი მინდოდა დამეწერა
aburjga
02 მარტი 2019 10:50
0
კაი რა გიო ბუხაიდზისტანა ბიჯი არ არსებობს კველანაირად მაგარი და ვაჯკაცი კაცია რაგაც გაუგებრობაა მალე გაირკვევა კველაპერი რა მოპარვაზეა ლაპარაკი გიო სხვაზე პიკრობს ვის რა დაეხმაროს და გვერდჰი დაუდგეს იხარე გიო და ბიჰებო
LEKSO KUTAISI
23 თებერვალი 2019 12:00
0
მაინდამაინც კარტველებს როგორ დაბრალდება კურდობა. დჯერ არაფერი არეკნებოდატ მოპარული. კველაფერი ტურკი პოლიციელების ბრალი იკნება. მაგენი მოიპარავდენ და აგენს დააბრალებდენ
dede
23 თებერვალი 2019 11:44
0
ამხელა დაფინანსებას რომ იღებთ ბიუჯრტიდან სპოტული ტანსაცელი მაინც შეუძინეთ ბიჭებს.თავი რო რ მოგვჭრათ ყველგან.
გიორგი
22 თებერვალი 2019 15:59
4
ამხელა დაფინანსებას რომ იღებთ ბიუჯრტიდან სპოტული ტანსაცელი მაინც შეუძინეთ ბიჭებს.თავი რო რ მოგვჭრათ ყველგან.
გიორგი
22 თებერვალი 2019 15:58
2
ყველა სპორტულ საიტს და პირებს რომლებიც გადასული არიან ცრუ ინფორმაციის გავრცელებით თავი შეიკავონ ასეთ ინფორმაციის გავრცელებით, და პირებმა რომლებმაც არ იციან აღნიშნული საქმის ნამდვილი სიმართლე დაანებონ ლაცღვა გინებას თავი
ბაჩანა
22 თებერვალი 2019 15:46
4
ყველა სპორტულ საიტს და პირებს რომლებიც გადასული არიან ცრუ ინფორმაციის გავრცელებით თავი შეიკავონ ასეთ ინფორმაციის გავრცელებით, და პირებმა რომლებმაც არ იციან აღნიშნული საქმის ნამდვილი სიმართლე დაანებონ ლაცღვა გინებას თავი
ბაჩანა
22 თებერვალი 2019 15:43
4
ყველა სპორტულ საიტს და პირებს რომლებიც გადასული არიან ცრუ ინფორმაციის გავრცელებით თავი შეიკავონ ასეთ ინფორმაციის გავრცელებით, და პირებმა რომლებმაც არ იციან აღნიშნული საქმის ნამდვილი სიმართლე დაანებონ ლაცღვა გინებას თავი
ბაჩანა
22 თებერვალი 2019 15:41
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0