4 მარტს მუხიანის სპორტული კომპლექსის სტადიონზე "გაგრასა" და თბილისის "მერანს" შორის ეროვნული ლიგა 2-ის I ტურის მატჩი გაიმართა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ "ნორჩმა დინამომ" სახელი შეიცვალა და უკვე თბილისის "მერანი" ეწოდება.
შეხვედრაში ანგარიში ტყეშელაშვილის ავტოგოლით გაიხსნა, თუმცა თენგიზ ბრეგვაძემ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა.
სტუმრები მეორე ტაიმში კვლავ დაწინაურდნენ, მაგრამ მეტრეველმა 64-ეზე გაათანაბრა.
მატჩის კომპენსირებულ დროში "მერანმა" დათუნაიშვილის გოლის წყალობით მოიგო და ახალი სახელით ისტორიაში პირველი ქულები ჩაიწერა.
თბილისი. მუხიანი. სპორტული კომპლექსი
გაგრა-მერანი (თბ) 2:3
გოლები: 0:1 გიორგი ტყეშელაშვილი
(ავტ. 16), 1:1 თენგიზ ბრეგვაძე (39), 1:2 გოგი ფიფია (პენ. 57), 2:2 ზვიად მეტრეველი (64), გიორგი დათუნაიშვილი (90+3)
გაგრა. 4-4-1-1: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი, თენგიზ ბრეგვაძე, ბექა ნიკოლაშვილი, ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე, ოთარ ჯავაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, გიორგი ხარებაშვილი
მთ. მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მერანი (თბ). 4-1-4-1: რევაზ თევდორაძე, გიორგი მიქაბერიძე, იაგო დეისაძე, რაფაელ ჩუკვურა, ლევან შარიქაძე, დაჩი ფოფხაძე, გიორგი ნიქაბაძე, გიორგი დათუნაიშვილი, გივი ქარქუზაშვილი, ზურაბ თევზაძე, გოგი ფიფია
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
* * *
დღის მეორე შეხვედრაში ფოთის "კოლხეთმა" "პარკი არენაზე" ქობლეთის "შუქურას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩში ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე გიორგი კურმაშვილმა გაიტანა.
ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-შუქურა 0:1
გოლი: 0:1 გიორგი კურმაშვილი (81)
კოლხეთი. 4-4-1-1: გიგო აბულაშვილი, გიორგი ნაფიშვილი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, გოჩა კვარაცხელია, ლუკა მახარაძე, თენგიზ გოროზია, ლუკა თათხაშვილი, გიორგი ლემონჯავა, ბაჩუკი კოკაია, გურამ ლეჟავა
მთ. მწვრთნელი: პაატა მეტრეველი
შუქურა. 4-2-3-1: რომან ტაკიძე, ომარ ბულუხაძე, გიორგი კალანდია, გიორგი ჯანჯღავა, შალვა ექვთიმიშვილი, ერეკლე ლებანიძე, ლაშა ჩიხლაძე, გიორგი ჩელებაძე, ოთარ მუხულიშვილი, გიორგი ჭანუყვაძე, გიორგი კურმაშვილი
მთ. მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი