ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

AutoSharing Option
დღეს, 4 აპრილს, ეროვნული ლიგა 2-ის მეხუთე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

მუხიანის სპორტული კომპლექსის სტადიონზე "გაგრამ" თბილისის "შევარდენს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ივანიაძემ 69-ე წუთზე გაიტანა.

"პარკი არენაზე" "თელავი" ფოთის "კოლხეთს" ესტუმრა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა. დუბლის ავტორი ალექსანდრე კოშკაძე გახდა. "თელავი" წაუგებლად ასპარეზობს. პირველ ტურში მოგების შემდეგ თელაველებმა პირველად მოიგეს.

დღის ბოლო შეხვედრაში "სამტრედიამ" "ცხინვალს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე გავიდა - ავთო ენდელაძის პასის შემდეგ ანატოლი მესიაჩენკომ გაიტანა. "თელავის" დარად, წაუგებელია
"სამტრედიაც". კახა კაჭარავას გუნდს 3 მოგება და 2 ფრე აქვს და ლიდერ თბილისის "მერანს" ერთი ქულით ჩამორჩება.

თბილისი. მუხიანის სპორტული კომპლექსი
გაგრა-შევარდენი 0:1
გოლი: 0:1 გიორგი ივანიაძე (69)

გაგრა. 3-4-3: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლევან ბარაბაძე, ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე, გიორგი ცერცვაძე, გიორგი პაპუაშვილი, ანდრო ნემსაძე, გიორგი ქობულაძე, გიორგი ხარებაშვილი

მთ. მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

შევარდენი. 4-2-3-1: გიორგი ჩოჩიშვილი, ირაკლი ციკოლია, ბექა ვარშანიძე, ოლეკსანდრ ერმაჩენკო, დავით ოდიკაძე, ვაჟა ლომაშვილი, დენის სკეპსკი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ევჰენი ჩუმაკი, ოლეკსანდრ ბატალსკი, ოლეკსი მაიდანევიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-თელავი 0:5
გოლები: 0:1 რატი კაკიაშვილი (41), 0:2, 0:3 ალექსანდრე კოშკაძე (50, 58), 0:4 იაროსლავ კვასოვი (67), 0:5 დმიტრო პუდი (76)

კოლხეთი. 3-4-1-2: ლუკა ნანავა, თემურ ძაძამია, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, გოჩა კვარაცხელია, გიორგი ჭურღულაშვილი, ნიკა კირკიტაძე, გიორგი გოგოლაშვილი, თენგიზ გოროზია, ლუკა თათხაშვილი, დიმიტრი მარგველაშვილი

მთ. მწვრთნელი: პაატა მეტრეველი

თელავი. 4-1-4-1: ლუკა სანიკიძე, ანტონ თოლორდავა, ფირუზ მარაქველიძე, ნიკოლოზ ნოზაძე, ირაკლი რუხაძე, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, მირიან ჯიქია, ალექსანდრე კოშკაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ერისთავი, რატი კაკიაშვილი

მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-ცხინვალი 1:0
გოლი: 1:0 ანატოლი მესიაჩენკო (57)

სამტრედია. 4-4-2: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ვარლამ კილასონია, გოგიტა გოგუა, ავთო ენდელაძე, გიორგი ახალაძე, ანატოლი მესიაჩენკო, დენის დობროვოლსკი, შოთა კერძევაძე, მერაბ მეგრელაძე, გურამ სამუშია
მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ცხინვალი. 4-2-3-1: გიორგი ნადირაძე, გურამ მინდორაშვილი, ჯემალ გოგიაშვილი, გიგა სამხარაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ქურდაძე, დათა სიჭინავა, ლევან ქურდაძე, ცოტნე სამუშია, ანდრეი ჩოლაკუ, მარკო ნიკოლიჩი

მთ. მწვრთნელი: ხავიერ მუნიოს სანჩესი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0