"გურიას" პრეზიდენტი დაკავებულ ფეხბურთელებზე: არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა

AutoSharing Option
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა. მათ შორის 2 ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელია.

დაკავებულია გუნდის მეკარე რობერტ მელიშვილი და მცველი ირაკლი ბაჯელიძე.

Sportall.ge ოფიციალური კომენტარის მისაღებად კლუბის პრეზიდენტს, კახა ებრალიძეს დაუკავშირდა.

"გუშინ, 11 საათისთვის დამირეკა მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ და მითხრა, რომ სამართლამდამცველები იმყოფებოდნენ, ეძებდნენ ირაკლი ბაჯელიძეს და რობერტ მელიშვილი აიყვანეს სახლიდან. რას ედავებიან, როგორ, დღემდე უცნობია.

არასახარბიელო შედეგები გვქონდა და ეს არავის მოსწონდა. მწვრთნელი შევცვალეთ, ახალი მოვიყვანეთ და ამ საქმეზე ვიმყოფებოდი თბილისში. ახლა
მივდივარ გურიაში.

სატურნირო მდგომარეობა ცუდი გვქონდა. მივმართეთ ცვლილებებს. სპორტული კუთხით არასახარბიელო მდგომარეობა იყო. არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა. დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტმა Sportall.ge-სთან საუბრისას.

ფეხბურთელებს 2019 წლის 3 აპრილს, თბილისის "მერანთან" მატჩის წინასწარი შეთანხმებით წაგება ედებათ ბრალად.

დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
პრეზიდენტო, აზრზე მოდი, ხიდზე გადი!
qomagi
16:09 20-05-2019
0
ეს დაგვცინის? გამარტლებას რო ცდილობს.
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0