ფოთის "კოლხეთის" დირექტორი ნიკო ჯაში გადადგა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბის, ფოთის "კოლხეთი 1913"-ის დირექტორმა ნიკო ჯაშმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" გუნდის მედიაოფიცერმა გია ეჯიბიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, დროებით ამ პოსტს გუნდის უფროსი მწვრთნელი სოსო ფილია შეითავსებს.

"გუშინ იყო გუნდის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა ფოთის მერთან. საუბრის თემა გუნდის მდგომარეობას და პერსპექტივას შეეხებოდა.

ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ნიკო ჯაში შეხვედრას არ დასწრებია. დღეს კი შევიტყვეთ ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რაც პირადად ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა", -  განაცხადა კლუბის მედიაოფიცერმა გია ეჯიბიამ.

ნიკო ჯაში "კოლხეთი 1913"-ის დირექტორად მიმდინარე წლის 9 თებერვალს
დაინიშნა. გუნდის მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები რამდენჯერმე შეიკრიბნენ ცენტრალურ სტადიონზე მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგად ვიცი ეგ ამბავი... ნიკო ჯაში უცხო სხეული იყო ფოთის გუნდში..უცხო სხეული თავისი მიდგომებით და პროფესიონალიზმით..ბასევე, უანგარობით... მისი ყველა ეს თვისება, განსაკუთრებით კი უანგარობა, ძალიან არ მოსწონდათ ფოთის გუნდში, სადაც პრიორიტეტი ფულის ,,კეთება,, და ,,ჭამა,, იყო.. სწორედ იმ ფულის, რომელიც სახელმწიფომ გამოყო და საცოდავ სპორტსმენებს ცოტა მაინც უნდა ამოესუნთქად!
ჯაში არც ჩაწყობილ თამაშებს სწყალობდა.
ასე, რომ აქ ჩამოთვლილი (გუნდის მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები რამდენჯერმე შეიკრიბნენ ცენტრალურ სტადიონზე მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით) ხალხი სწორედ ისინი არიან, ვინც ფოთის გუნდი ამ დღეში ჩააგდო სპეციალიურად..
მიზეზები ზემოთ ხომ წერია, რაც მათ სურთ?!
სწორედ ამაში უშლიდათ ხელს ჯაში!
ყური მიგდე
13:47 12-06-2019
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0