"ეს უკანასკნელი პრობლემა მოხსნილია, თუმცა..." - ფოთის "კოლხეთის" ახალი განცხადება

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ფოთის "კოლხეთი" ბოლო დღეების განმავლობაში რიგით მეორე განცხადებას ავრცელებს, სადაც კლუბში არსებულ უმძიმეს ფინანსურ კრიზისზეა საუბარი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბმა ბურკინა ფასოელი მცველის, კრისტიან კაბორეს დავალიანების დაფარვა მოახერხა, თუმცა 15 ივლისამდე კიდევ 5 ფეხბურთელის დავალიანებაა დასაფარი.

"როგორც საზოგადოებას რამდენიმე დღის უკან ვაუწყეთ, გუნდში შარშანდელ დავალიანებებთან დაკავშირებით მწვავე ფინანსური პრობლემებია, რომელიც ოპერატიულ გადაწყვეტას საჭიროებს, რადგან არსებობს სანქციების ფორმები რომელთა შორისაა ქულების დაკლება და სატრანსფერო საქმეების წელიწადნახევრიანი აკრძალვა, რომელიც ამოქმედდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კლუბი ვერ მოახერხებდა ბურკინა ფასოელი
ლეგიონერის კრისტიან კაბორეს დავალიანების დაფარვას.

დღეს გუნდს შეუძლია განაცხადოს რომ ეს უკანასკნელი პრობლემა მოხსნილია, თუმცა 15 ივლისამდე გადასახდელია კიდევ 5 ფეხბურთელის დავალიანება, რომლებთაც უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაემატება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობის თანადგომით გადაილახება გუნდის წინაშე არსებული ყველა ბარიერი და "კოლხეთი 1913" გააგრძელებს ნორმალურ რეჟიმში მუშაობას, რაც ესოდენ აუცილებელია გუნდისათვის, რათა სპორტული შედეგები რომელიც ბოლო პერიოდში შეიძლება ითქვას რომ წარმატებულია, კვლავაც გაგრძელდეს და გუნდმა მომავალი სეზონიდან მიზნად დაისახოს, დაიბრუნოს ადგილი ქართული ფეხბურთის ელიტაში.", - ვკითხულობთ ფოთის "კოლხეთის" განცხადებაში.

Sportall.Ge

ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში 17 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენენბთ, რომ 11 ივნისს საფეხბურთო კლუბის, ფოთის "კოლხეთი 1913"-ის დირექტორმა ნიკო ჯაშმა თანამდებობა დატოვა და მისი თანამდებობა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფილიამ შეითავსა.

ნიკო ჯაში "კოლხეთი 1913"-ის დირექტორად მიმდინარე წლის 9 თებერვალს
დაინიშნა. გუნდის მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები რამდენჯერმე შეიკრიბნენ ცენტრალურ სტადიონზე მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0