ფოტო:facebook.com/TskhaltuboSamgurali/
დღეს, 4 დეკემბერს დუშეთსა და ფოთში საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის მატჩები გაიმართა.
დუშეთში ადგილობრივმა "არაგვმა", რომელიც ლიგა 3-ის წლევანდელ გათამაშებაში მე-3 ადგილზე გავიდა, ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 ადგილოსანი ლანჩხუთის "გურია" მიიღო და მინიმალური სხაობით 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლანჩხუთელთა განელმა ლეგიონერმა ემანუელ იაგრმა გაიტანა. საპასუხო შეხვედრაში "გურია" "არაგვს" 10 დეკემბერს ლანჩხუთში უმასპინძლებს.
ფოთში კი, ეროვნული ლიგა 2-ის მე-9 პოზიციაზე გასულმა "კოლხეთი 1913-მა" ლიგა 3-ის მე-2 ადგილოსან წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა. წყალტუბოელების ფორმით გოლები
ლევან კაკულიამ, ილია ახვლედიანმა და ლაშა კუჭუხიძემ გაიტანეს. განმეორებითი მატჩი, წყალტუბოში 10 დეკემბერს გაიმართება.
ფოთი, "ფაზისი"
"კოლხეთი 1923" - "სამგურალი"0:3
გოლები: 0:1 ლევან კაკულია (6), 0:2 ილია ახვლედიანი (37), 0:3 ლაშა კუჭუხიძე (77) "კოლხეთი 1913": ლაშა ძაგანია, თემურ ძაძამია, გიორგი ბერაია, თორნიკე კუპრავა (გიორგი ბოკუჩავა, 46), გიორგი გიორბელიძე, აკაკი ნინუა, ლუკა მახარაძე, ნიკა კირკიტაძე, თენგიზ გოროზია, თამაზ შალიკაშვილი (დათო დარციმელია, 46), გურამ ლეჟავა(დავით წაბრია, 84).
"სამგურალი": კახაბერ მეშველიანი, გიორგი გაგნიძე, ისუფ ტურე, ილია ახვლედიანი, ლაშა კუჭუხიძე(ბექა კაკუშაძე, 87), ლევან კაკულია, გიგა ამბროლაძე(გაგა გაზდელიანი, 72), თენგიზ ბრეგვაძე(სერგო კუხიანიძე, 81), ნიკა აფხაზავა, შალვა ბურჯანაძე, თედო კიკაბიძე.
დუშეთი, ომც
"არაგვი" - "გურია"
გოლები: 0:1 ემანუელ იაგრი (9)
"არაგვი": მიხეილ მუჯრიშვილი, გიორგი ჩიკვაიძე(იაკობ აფხაზავა, 87), გიორგი სამადაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ნიკოლოზ ხინთიბიძე(ბაჩუკი გოცაძე, 76), ლევან გზირიშვილი, გიორგი გოცაძე(ირაკლი ტაკიძე, 87), ზვიად ქანთარია, ლაშა ჯინჭარაშვილი, ირაკლი ქათამაძე, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი
"გურია": ლაშა გორდულავა, ლაშა ხაჭაპურიძე, დიმიტრი ვირუბოვი, ლაშა კოტრიკაძე(სანდრო ბახია, 68), თეიმურაზ შარაშენიძე(გიორგი ებრალიძე, 88), ჯონ მაჩარია, ვალერი ოლხოვი, ემანუელ იაგრი, აბუჩი ამაეჩი(მამია ჟვანია, 60), ალექსანდრე შენგელია, ვანო კურდღელაშვილი