120-წუთიანი მატჩის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ს კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს

AutoSharing Option
დღეს, 10 დეკემბერს, ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის შეხვედრაში, პირველ მატჩში გასვლაზე გამარჯვების (1:0) შემდეგ ლანჩხუთის "გურია" საკუთარ მოედანზე დუშეთის "არაგვთან", ანგარიშით 0:2 დამარცხდა და საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ადგილი დუშეთელებს დაუთმო.

შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე ნიკოლოზ ხინთიბიძემ გახსნა, რომელიც მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს სწორ ადგილას დახვდა და ზუსტად დაარტყა. 90 წუთის განმავლობაში შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.

დამატებითი დროის პირველი ტაიმის მე-13 წუთზე გიორგი ჩიკვაიძის ჩაწოდებულ ბურთს თავით მიმართულება გიორგი სამადაშვილმა შეუცვალა და "არაგვი" ეროვნულ ლიგა 2-ში გადაიყვანა.

ლანჩხუთი, "ევგრაფი
შევარდნაძე"

გურია-არაგვი 0:2

გოლები: 0:1 ხინთიბიძე (35), 0:2 სამადაშვილი (103)

"გურია": ლაშა გორდულავა, ლაშა ხაჭაპურიძე, მამია ჟვანია, თეიმურაზ შარაშენიძე, ჯონ მაჩარია(ლაშა კუკულავა, 87), ვალერი ოლხოვი, ემანუელ იაგრი, აბუჩი ამაეჩი, სანდრო ბახია, ალექსანდრე შენგელია, ვანო კურდღელაშვილი(გიორგი ებრალიძე, 80)

"არაგვი": მიხეილ მუჯრიშვილი, გიორგი ჩიკვაიძე, გიორგი სამადაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ნიკოლოზ ხინთიბიძე(ირაკლი ტაკიძე, 15), ლევან გზირიშვილი(ლაშა ჯინჭარაშვილი, 81), ბაჩუკი გოცაძე, გიორგი გოცაძე, ზვიად ქანთარია, ირაკლი ქათამაძე, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვულოცავ არაგვს მოგებას და აღზევებას,თუმცა აქვე ვიტყვი რომ ძალიან ცუდია რომ ამხელა ტრადიციების მქონე გუნდები როგორიც კოლხეთი 1913 და გურიაა არ უნდა იყვნენ იქ სადაც ახლა არიან.
ქობულეთიდან
23:50 10-12-2019
0
დღეს ლანჩხუთის გურია კიდევ ერთხელ გარდაიცვალა სამწუხაროდ გამიცრუა იმედები
irakli
17:15 10-12-2019
1

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0