გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა

AutoSharing Option
გრიგოლ დოლიძე ეროვნული ლიგა 2-ის "სამგურალის" ფეხბურთელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა "ფეისბუქით" გაავრცელა.

37 წლის გრიგოლ დოლიძე "სამგურალს" ქუთაისის "ტორპედოდან" შეუერთდა. "ტორპედო" უმძიმეს ვითარებაშია და ქვედა ლიგაში დაქვეითება ემუქრება.

გრიგოლ დოლიძემ პროფესიული საფეხბურთო კარიერა 2000 წელს ლანჩხუთის "გურიაში" დაიწყო. შემდეგ თამაშობდა ოზურგეთის "მერცხალში", ბოლნისის "სიონში", თბილისის "ამერში", აზერბაიჯანულ "სიმურგში", რუსთავის "ოლიმპში", ზუგდიდის "ბაიაში", გორის "დილაში", "ზესტაფონში", "სამტრედიასა" და ქობულეთის "შუქურაში".

2016 წლიდან დოლიძე ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა და ქუთაისურ გუნდთან ერთად ქვეყნის ყველა ტიტული მოიგო (ჩემპიონობა, თასი(2), სუპერთასი(2).

გრიგოლ
დოლიძის ტიტულების სრული ჩამონათვალი კი ასეთია: საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ოთხგზის გამარჯვებული, საქართველოს სუპერთასის ოთხგზის მფლობელი.

ამ დროისთვის წყალტუბოელებმა 10 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს - ბექა ქურდაძე, ომარ პატარკაციშვილი (ორივე - "გაგრა"), ლევან ქურდაძე,​ ლუკა რაზმაძე (ორივე - "დილა"), დემურ ჩიხლაძე ("ჩიხურა"), პაპუნა ფონიავა, გრიგოლ დოლიძე (ორივე - "ტორპედო"), ბაქარ ლაღაძე, უშანგი ბანძელაძე (ორივე - "მერანი", მარტვილი).

"სამგურალს" უჩა სოსიაშვილი წვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სად არი KUTISELI, იტყვის ფიფიამ დაშალაო ტორპედო,ან ფედერაციამო,ან მთელმა დუნიამ და არავითარ შემთხვევაში ჩაჩავამო. ისე მართლა მაინტერესებს ყველა ქუთაისელი მასე ფიქრობს თუ ეგ გყავთ ეგეთი ... ჩვენ რო ვიცით ის.
დ.გ
19:49 30-01-2020
2
სამგურალი აშკარა ფავორიტია გადასვლის წელს.
ბ.ბ.ტ.ტ
17:31 31-01-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0