"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის შეხვედრა წყალტუბოს "სამგურალსა" და მარტვილის "მერანს" შორის ძალიან დაძაბული გამოდგა.

ორივე გუნდი ეროვნული ლიგის პლეი-ოფისთვის იბრძოდა. სხვა მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, მარტვილის "მერანი", რომელიც ახლა ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისთვის ითამაშებს, მოგების შემთხვევაში ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის გავიდოდა მოედანზე. სწორედ ეს გახლდათ მარტვილელთა მსაჯის მიმართ გულისწყრომის მთავარი მიზეზი.

მეგრული გუნდის წარმომადგენლები მათი კარის მიმართულებით დანიშნულ 2 პენალტს აპროტესტებდნენ და უსამართლოდ მიაჩნდათ. თუ პირველ ეპიზოდში დარღვევა აშკარა იყო (არსებული კადრების მიხედვით), რადგან მარტვილელ ფეხბურთელს ბურთზე არ უთამაშია და
გრიგოლ დოლიძეს მოარტყა ფეხში, მეორე მომენტში მაჭარაძემ საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო და ანდრე ნონოსზე დარღვევა დააფიქსირა.

მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ამ შედეგით კი "სამგურალი" ეროვნულ ლიგაში დასაწინაურებლად საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება, ხოლო მარტვილის "მერანს" ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენისათვის "გორთან" მოუწევს ჭიდილი.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ასეთი არც მსაჯი მინდა და არც კომენტატორი. ვაი საქართველო!
კახა
14 დეკემბერი 2020 14:56
3
მსაჯის ამბავს განიხილავს ზემდგომი ორგანო და ამ კომენტატროს კიდევ დასვავენ მატჩის წასაყვანად??? პირადი სიმპატიები ვერ დაუმალია და აშკარა "ბულინგ"-ს ეწევა მსაჯის და ფეხბურთელების მიმართ
giorgi
14 დეკემბერი 2020 14:11
10
მეგობარო მარტვილელია კომენტატორი და მიკერდოებული იქნება აბა რა იქნება და არც ისეთი გინება არ იყო პირველად ვინც შეიგინა კომენტატორი არ ყოფილა
giorgi
14 დეკემბერი 2020 16:10
6
ამ კომენტატორმა უნდა წაიყვანოს საქართველოს ნაკრების თამაშები. ფეხბურთელები ვერა, მაგრამ თვითონ მაინც გაგვართობს.
ვლადი
14 დეკემბერი 2020 13:57
4
რა ფედერაციიაცაა უპასუხისმგებლო მოძველბიჭო ელემენტებით ისეთივეა მათი დანიშნული მოსყიდული და უსინდისო მსაჯები P.s ეს კომენდატორიც ძალიან ძველია ეტყობა, საცოდავო ჩვენო ფეხბურთო ვის ხელში ვართ!!!!
შენი კეთილის მსურველი
14 დეკემბერი 2020 16:01
9
ეტყობა შენ კომენტატორი კომენდანტი გგონია
vax-vax
14 დეკემბერი 2020 16:46
12
კომენტატორი კი არა ბოლო ტურებში რეეები მოხდა ანგარიშებს გადახედეთ.თამაშის ვიდეოები ნახეთ და ესე გინდათ ფეხბურთის განვითარება ? ერთი და იგივე წუმპეში არის ფეხბურთი რაც მანამდე იყო და როგოტც ჩანს კიდე დიდი ხანი იქნება
rodemdeeee
14 დეკემბერი 2020 17:10
0
რა მაგარი კაიფია . საღოლ კომენტატორი მაგარი კაცია . სუდია კიდე პიდ...სტ. :):):)
ზურა
14 დეკემბერი 2020 14:05
15
როცა ერთ გუნდს ასე ჩაგრავენ კომენტარი ზედმეტია
sos
14 დეკემბერი 2020 16:32
5
მაგასაც თუ კომენტატორი ქვია
პპპ123 გვაქვს ვა
14 დეკემბერი 2020 18:52
11
ობიექტური არ ხარ გასაგებია შე კაცო,მაგრამ თვალები მაინც გაახილე,უბურთოთ იყო კონტაქთი ორივე შემთხვევაში და აბა რა უნდა ექნა?
გეგი
14 დეკემბერი 2020 18:26
4
კომენტატორი სადა ბანაობს? პირველ 11-მეტრიანზე მოკვდა ყვირილით, ბურთზე ითამაშაო. პადკატს აკეთებს, თუ მიწვდა ბურთს კუთხურზე უნდა გადაეგდო, ბურთი კი საჯარიმოში შემოგორდა. ესე იგი 100%-იანი პენალტია! მეორე ვერც მე გავიგე, მაგრამ არ მოჩანს. აცალე ამ მაჭარაძეს, ახსნას, რაზე დადო 11 მეტრი! ბოლოში გასაგდები იყო, თან მოჩეხა, თან კიდე უყვიროდა, ჯერ მოთამაშეს, მერე მსაჯს. კარგი იქნება თუ გაარჩევენ ამ თამაშს ლევან სალუქვაძეს გადაცემაში. კომენტატორი ნაღდად გასაგდებია, მსაჯზე მერე ვიმსჯელოთ.
alexandre
14 დეკემბერი 2020 15:31
6

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0