"დედას მოგიტ...ავ" - ჩხუბი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგა 2-ის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და ბოლნისის "სიონი" შეხვდნენ, რომლის მეორე ტაიმში მოედანზე კრივისთვის შესაფერისი მოვლენები განვითარდა.

გაგრელთა მხრიდან გოლის ავტორმა გურამ სამუშიამ და ბოლნისელთა მცველმა ლაშა უგრეხელიძემ ბურთი ვერ გაიყვეს და ერთმანეთს ხელი ჰკრეს. ამის შემდეგ სამუშიამ მეტოქეს თავში წაუთაქა და პასუხიც ისეთი მიიღო, დეონტეი უაილდერს შეშურდებოდა – უგრეხელიძემ გურამი ნოქდაუნში გაუშვა…

დარტყმას კი ორივე მხრიდან გინება და ლანძღვა მოჰყვა. მსაჯმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა. 25 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგა 2-ის
ცხრილის სათავეში "სიონი" გახლავთ 59 ქულით. "გაგრას" 58 ქულა აქვს და ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის.
მკითხველის კომენტარები / 20 /
სამუშიამ დაარტყა პირველმა და პროვიცირებაც მანამდე თვითონ დაიწყო და ამიტომაც მიიღო საკადრისი პასუხი! ისე კი დონეზე რა უნდა ვთქვა, სამოყვარულოც კი არ არის!
Vasili
12:54 25-09-2021
0
ღირსი იყო და მიიღო. აღარ იბლატავებს ამის შემდეგ.
ზეზვა
18:28 24-09-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0