ეროვნული ლიგა. XX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 29 ივლისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისური დერბი გაიმართა - "ლოკომოტივმა" "დინამო" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ანგარიში ულამაზესი დარტყმით მატჩის მე–17 წუთზე ვატო არველაძემ გახსნა. რვა წუთში "ლოკომოტივის" კარში პენალტი დაინიშნა და ბექა მიქელთაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაიმი ასეც მორჩა.

მეორე ტაიმი "ლოკომოტივის" შეტევებით დაიწყო. 56-ე წუთზე ვარდნაში კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა არველაძემ. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე თავური დარტყმით გიორგი ხიდეშელმა დააფიქსირა.

ამგვარად, "ლოკომოტივს"
30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. "დინამო" 46 ქულით პირველზეა და მეორეადგილოსან ქუთაისის "ტორპედოს" კვლავ 6 ქულით უსწრებს, თუმცა, აღსანიშნავია,რომ ქუთაისელები ამ ტურის შეხვედრას ხვალ, ბათუმში ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩახ ვათო,ზაან ლამაზი გოლები შეაგდე.....იმედია კიდევ უფრო მეტს მოინდომებ და გაგვახარებ შენს გულშემატკივრებს.
givi
31 ივლისი 2017 01:58
0
mamulo ქართული ფეხბურთი რო ცუდ დღეშია არ გედავებით მაგრამ ამის მიზეზი ის არაა რო ლოკო დინამოს უგებს :D პირიქით რაც მეტი ერთი დონის გუნდი იქნება უკეთესია, გერმანიაში ბოლო წლები რაც ბაიერნი უკონკურენტოა გაცილებით ცუდად თამაშობს ევროტურნირებზე
ალექსანდრე
30 ივლისი 2017 14:26
0
არველაძეს გოლი ტურის საუკეტესო გოლი იკნება დარცმუნებული ვარ
dato
30 ივლისი 2017 13:13
0
წინა ტურის შემდეგ წერდნენ,ვითომ ჟურნალისტები--ვინ შეაჩერებს დინამოსო?აი საბურთალომ უკვე შეაჩერა და კიდევ სამტრედია,ტორბედო. ტქვენ წარმოიდგინეთ ევროპის საშუალო გუნდი რაღას უზამს.მოკვდა ქართული ფეხბურთითქო ვიძახი და არ გჯერათ.
mamulo
29 ივლისი 2017 20:20
0
მადლობა ლოკოს დინამოს დამარცხებისათვის
იმედია ხვალ შუქურაც არ წააგებს ტორპედოსთან!
Jango
29 ივლისი 2017 20:08
0

სიახლეები პოპულარული