დღეს, 29 ივლისს, საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე თბილისური დერბი გაიმართა - "ლოკომოტივმა" "დინამო" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ანგარიში ულამაზესი დარტყმით მატჩის მე–17 წუთზე
ვატო არველაძემ გახსნა. რვა წუთში "ლოკომოტივის" კარში პენალტი დაინიშნა და
ბექა მიქელთაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაიმი ასეც მორჩა.
მეორე ტაიმი "ლოკომოტივის" შეტევებით დაიწყო. 56-ე წუთზე ვარდნაში კიდევ ერთი ლამაზი გოლი გაიტანა არველაძემ. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე თავური დარტყმით
გიორგი ხიდეშელმა დააფიქსირა.
ამგვარად, "ლოკომოტივს"
30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. "დინამო" 46 ქულით პირველზეა და მეორეადგილოსან ქუთაისის "ტორპედოს" კვლავ 6 ქულით უსწრებს, თუმცა, აღსანიშნავია,რომ ქუთაისელები ამ ტურის შეხვედრას ხვალ, ბათუმში ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ გამართავენ.