დღეს, 30 ივლისს, ბათუმის "რაგბი არენაზე" საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ქობულეთის "შუქურა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ.
მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე "შუქურას" ფეხბურთელებმა გახსნეს - თავი დავით ჩაგელიშვილმა გამოიჩინა. 26-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ ანგარიში გაათანაბრა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 55-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით "ტორპედოს" 43 ქულა დაუგროვდა და მართალია, კვლავ მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ თბილისის "დინამოს" ახლა სამი ქულით ჩამორჩება. "შუქურა" კი 7 ქულით ბოლო ადგილზეა.
21:45 30-07-2017
ეროვნული ლიგა. XX ტური: "ტორპედომ" "დინამოსთან" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული