ჩიხურა-შუქურა 1:1 - შანსი დარჩა შანსად

AutoSharing Option
სატურნირო მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მშვენიერი შანსი მიეცა "ჩიხურას" საკუთარ მოედანზე ჩასატარებელი ზედიზედ ორი მატჩის სახით. ერთ-ერთ მათგანს, "შუქურას", ყველა უგებს; ვისაც არ ეზარება, მეორესთანაც (ბათუმის "დინამო"), ალბათ, 3 ქულა უნდა დაგეგმო ამბიციურმა გუნდმა, მაგრამ რად გინდა - შეაყარე კედელს ცერცვი...

უმადურობა იქნება, მოგების მცდელობა დავუკარგოთ საჩხერელებს. მათ იმდენი ხიფათი შექმნეს, ერთის კი არა, რამდენიმე მატჩისთვის სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, უიღბლობაც შეიძლება ვახსენოთ, ერთობ გადახალისებული შემადგენლობაც, მაგრამ რას ან ვის დავაბრალოთ ამდენი გაფუჭებული 100
-პროცენტიანი მომენტი?

რაც მართალია, მართალია - პაპანაქების მიუხედავად, ორივე გუნდმა იბრძოლა გამარჯვებისთვის, მაგრამ "შუქურამ" შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩადო თამაშში, რასაც მასპინძელზე ვერ ვიტყვით.

ზღვისპირელები, "ჩააბეტონეს" რა საკუთარი საჯარიმო მოედანი, წინაც იხედებოდნენ, თუ ამის საშუალება მიეცემოდათ. სწორედ მე-12 წუთზე შექმნილი ასეთი მომენტით იხეირეს კიდეც - ვარსკვლავები კი არ მოუწყვეტავთ, უბრალოდ, გამოიყენეს საჩხერელთა დანაშაულებრივი უყურადღებობა, როცა საჯარიმოს გარეთ ხელი არავინ შეუშალა ჩადუნელს, ხოლო საჯარიმოში - მარსელინიოს, რომელმაც პასი შეირგო.

გოლის შემდეგ საჩხერელები თითქმის "დასახლდნენ" მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანზე. იყო სიტუაციები, რომლებითაც აუცილებლად საგოლე რეალიზაციის თაობაზე მასტერკლასი შეიძლება ჩაუტარო მოზარდ სპორტსმენებს. ასე ხდებოდა მე-12-დან 94-ე წუთამდე, მაგრამ რომ არა 44-ე წუთზე ჩიკვაიძის მართლაც უბრწყინვალესი გოლი ჯარიმიდან, 3 ქულას დაკარგავდა "ჩიხურა".

ძალიან თვალში საცემი იყო ისიც, რომ ზოგადად ქობულეთელი მცველის ფეხი ყოველთვის, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უფრო "გრძელი" ჩანდა.

მატჩის სტენოგრამა
2' - სარდალიშვილის ჩაწოდებულს ურტყამს კაკუბავა. მცველმა იხსნა კარი გოლისგან.
12' - გოლი! საჯარიმო მოედანი. შეჭრილმა მარსელინიომ ზუსტად გადაამისამართა კარში ჩადუნელის პასი.
14' - პომაზანის შორეულ დარტყმას ადგილზე დაუხვდა მწყერაშვილი.
16' - ტატანაშვილის უძლიერესი დარტყმა მცირედით გადასცდა ხარიხას.
18' - სარდალიშვილის პასს ჩიკვაიძე ეხმაურება. მცველები გაჭირვებით იგერიებენ ბურთს კუთხურზე.
20' - ფონიავა ურტყამს ახლოდან. ისევ მცველები!
22' - საჩხერელები ამაოდ ელოდებიან პენალტს სარდალიშვილის წაქცევისთვის. მსაჯი შეუვალია.
23' - ტატანაშვილი ვეღარ მისწვდა ბურთს, რომ ფეხის წვერი წაეკრა და ანგარიში გაეთანაბრებინა.
40' - კაკუბავა საჯარიმო მოედანში გასცდა მცველს, რომელმაც მოცელა. საეჭვო იყო მსაჯის გადაწყვეტილება კაკუბავას გაფრთხილების თაობაზე.
44' - 1:1! გოლი-სასწაული, რომელსაც ნებისმიერი დიდი ფეხბურთელი მოაწერდა ხელს: ჩიკვაიძემ ზეოსტატურად დაარტყა ჯარიმა 22 მეტრიდან. ბურთმა თითქოს ნახევარწრე მოხაზა და ძელის გავლით შევარდა კარში.
46' - კაკუბავა შეიჭრა საჯარიმოში, დაარტყა კიდეც, მაგრამ მცველი გადაეღობა.
53' - გაბედავამ თავზე დაასვა ბურთი ტატანაშვილს, რომელიც ასეთი მომენტების გამოყენების ოსტატია, თუმცა... ამჯერად არ გამოუვიდა.
60' - ივანიშვილმა "დაუხატა" პასი სარდალიშვილს, რომელმაც ცუდად არ დაარტყა, მაგრამ მცველის ფეხი უფრო "გრძელი" აღმოჩნდა.
80' - მორიგი განიავებული მომენტი - ამჯერად, გორგიაშვილის მიერ.
90' - კაკუბავა ვალდებული იყო, გაეტანა, მაგრამ მხოლოდ საკუთარმა უზუსტობამ შეუშალა ხელი.
90+2' - ჩიკვაიძის მაღალი პასი ტატანაშვილის მისამართით. ბოლო იმედის დარტყმა და კვლავ (უკვე მერამდენედ!) არაზუსტად.

ეროვნული ლიგა. XXI ტური
06.08. ივანწმინდა
ჩიხურა-შუქურა 1:1
გოლები: 0:1 მარსელინიო (12. ჩარდალიშვილის პასით), 1:1 ჩიკვაიძე (40)
ჩიხურა: მწყერაშვილი, გრიგალაშვილი, მირცხულავა, ფონივა (77. კორიფაძე), განუგრავა (66. გორგიაშვილი), გაბედავა (57. ივანიშვილი), სარდალიშვილი, ტატანაშვილი, კაკუბავა, ჩიკვაიძე, კაშია.
სათადარიგოები: ჰამზიჩი, დობროვოლსკი, ჭელიძე, დეკანოიძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
შუქურა: ზელნიჩენკო, ჩადუნელი, პომაზანი, ჩაგელიშვილი (80. გოგოლაშვილი), ჯეფერსონი, კლიმიაშვილი, დეოლიტერა, გურული (69. შალამბერიძე), კახელიშვილი (64. დაგარგულია), გოგიტიძე, ჩაჩუა.
სათადარიგოები: სომხიშვილი, კალანდაძე, მალაზონია, ღლონტი
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გაფრთხილება: კაკუბავა(40), მელნიჩენკო (42), ჩიკვაიძე (48), ჯეფერსონი (79)
არბიტრი: ჯ. ხორავა

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (თბ) 21 16 1 4 54-15 49
2. ტორპედო 21 13 5 3 31-14 44
3. სამტრედია 21 13 3 5 33-21 42
4. ლოკომოტივი 21 9 3 9 35-29 30
5. ჩიხურა 21 9 3 9 28-33 30
6. საბურთალო 21 9 2 10 29-27 29
7. დინამო (ბთ) 21 7 2 12 17-26 23
8. დილა 21 5 7 9 24-31 22
9. კოლხეთი 21 4 7 10 18-35 19
10. შუქურა 21 1 5 15 16-56 8

მომდევნო ტური
10 აგვისტო, ხუთშაბათი
დილა-საბურთალო 20:30

11 აგვისტო, პარასკევი
ლოკომოტივი-ტორპედო 18:00

12 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-დინამო (თბ) 18:00

13 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-დინამო (ბთ) 18:00
შუქურა-კოლხეთი 20:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრუიძემ არ იცის არც შემადგენლობის დაყენება,არც შეცვლე3ბის დროულად გაკეთება.ოთხი ნახევარმცველი სკამზე დატოვა და ნახევარ დაცვაში მცველს ათამაშებს,იმიტომაც არის შუაში და კიდევ ქვევით ჩაამთავრებს ჩემპიონატს.მაგის პატალოკი საჩხერეა და მანდ უნდა იმუშაოს ას წლამდე,ფეხბურთელები კი 6თვით უნდა მივიდნენ ჩიხურაში,რომ ფრუიძე იძახდეს ახალ გუნდს ვაშენებო და პასუხი არავინ არ მოსთხოვოს.
akaki
13:34 07-08-2017
0

სიახლეები პოპულარული