- აქ არაბიძე ლიდერობს - საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების სატრანსფერო ფასები
გავიდა თვეზე ნაკლები და სამენეჯერო სააგენტომ შეფასებები შეცვალა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება აღმოვაჩინეთ: ამჯერად, ლიდერი თბილისის "დინამოს" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძეა, რომლის ფასიც 750 ათასი ევრო გახ
საინტერესოა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრების წევრთა შეფასებებიც გაუმჯობესდა და გუნდის ფასი მილიონ ევროზე მეტით გაიზარდა.
ფეხბურთელი კლუბი ახ.ფასი ძვ.ფასი
გიორგი ჩაკვეტაძე დინამო თბ - 750,000 300,000
გიორგი არაბიძე შახტარი 2 - 700,000 700,000
გიორგი კუცია დინამო თბ - 300,000 75,000
დავით კობოური დინამო თბ - 250,000 100,000
ვატო არველაძე ლოკომოტივი - 225,000 75,000
გიორგი კოხრეიძე საბურთალო - 225,000 225,000
ლუკა ლაკვეხელიანი საბურთალო - 200,000 125,000
დავით სამურკასოვი ლოკომოტივი - 200,000 150,000
შალვა ბურჯანაძე ტორპედო - 150,000 25,000
ნიკოლოზ მალი საბურთალო - 150,000 არ შეფას.
ნიკა კვანტალიანი დინამო ბთ - 150,000 200,000
ალექსანდრე კახიძე ინტერ-ალფა - 100,000 100,000
გაბრიელ საღრიშვილი ტორპედო - 100,000 50,000
თემურ ჩოგაძე დინამო ბთ - 100,000 25,000
ლუკა გუგეშაშვილი იაგელონია - 50,000 50,000
გიორგი ჩოჩიშვილი უგუნდო - 25,000 25,000
ჯამური ფასი 3,68 მილიონი ევრო გამოვიდა. ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი 2,23 მილიონი ევრო იყო.
ვებგვერდის ბოლო მონაცემები იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 17 წლის ჩაკვეტაძე გახდა.
"საბურთალოს" კაპიტან გიორგი ხარაიშვილის ფასი 650 ათასი ევროა, მცირე ხნის წინ კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის ფასი 700 ათასი გახლდათ. ასეთივე შეფასება თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს დაუწერეს და ისინი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
ცვლილება კლუბებსაც შეეხო. მოთამაშეთა ჯამური ღირებულების მხრივ, თბილისის "დინამომ" (5.95 მლნ ევრო) მისთვის ჩვეული პირველი ადგილი დაიბრუნა. მეორე ადგილზე თბილისის "ლოკომოტივია" - 5.20 მლნ, მესამე - "საბურთალო" - 4.43 მლნ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"