გორის "დილამ" ფეხბურთელი "ნიუ იორკ კოსმოსიდან" დაიმატა

AutoSharing Option
26 წლის განის მოქალაქე კალიფ ალჰასანი კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს.

ამის შესახებ კლუბის "ფეისბუქგვერდი" იტყობინება.

შემტევი ფეხბურთელი ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის კლუბ "ნიუ იორკ კოსმოსიდან" გადმოვიდა, რომლის საპატიო პრეზიდენტი ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიელი პელეა.

პროფესიული საფეხბურთო კარიერა კალიფ ალჰასანმა მშობლიურ "ლიბერთი პროფესიონალში" დაიწყო 2007 წელს. 2010 წლიდან მან არაერთი სეზონი გაატარა ამერიკის საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში (MLS), სადაც კლუბების: "პორტლანდ ტიმბერზის", "მინესოტა იუნაიტედის" და "ტამპა ბეი რაუდის" ღირსებას იცავდა.

"ნიუ იორკ კოსმოსში" ალჰასანი 2017 წლის დასაწყისში გადავიდა.

კალიფ ალჰასანი - დაიბადა აკრაში
(განა), 1990 წლის 15 ოქტომბერს. სიმაღლე 178 სმ. პოზიცია - შემტევი ნახევარმცველი, ფორვარდი.

განის U17 და U20-წლამდელთა ნაკრების წევრი. კალიფ ალჰასანის მამა, ჯორჯ ალჰასანი განის ეროვნული ნაკრების წევრი იყო და ორჯერ აქვს მოგებული აფრიკის ეროვნებათა თასი.

კალიფ ალჰასანი გუნდს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ წარუდგინა.

"დილას" ახალწვეულმა მცირე კომენტარი გააკეთა:

"მოხარული ვარ აქ ყოფნით. პირველად ვარ საქართველოში. ვეცდები, გამოვადგე გუნდს და ერთად მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც გუნდს აქვს დასახული".

სკ "დილა გორი" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამას წარმატებები.
რაც შეეხება საიტს დავიტანჯე, ვერაფერს ვეღარ ვიგებ. იქნებ ქართული ფეხბირთის სიახლეები ცალკე დაალაგოთ როგორც საიტის ძველ ვერსიაში თორე აღარ ვარ აქ შემომსვლელი
ვშყ
13:47 10-08-2017
0
კალიფა კაი ძვირი ყოფილა ჩაკვეტაძის 1/4 კი ღირს თურმე :)

https://www.transfermarkt.com/kalif-alhassan/profil/spieler/165434
ბიძიაბაბუა
13:00 10-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული