სამაგიეროდ, ბრაზილიურ კლუბ "ამერიკიდან" მოვიდა პედრინიო, ასევე - გიორგი ბეგაშვილი, ოთარ კუსიანი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ანდრო სოფრომაძე, თამაზ კიკაბიძე და იმედა აშორტია.
გუნდიდან წასულები რა ძალასაც წარმოადგენდნენ, ეს მეორე წრეში გამოჩნდა, როცა "დილამ" 3 მატჩი
"ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯერ ვერ მოიგო. საჩხერის "ჩიხურასთან" 2:4 წავაგეთ, შემდეგ ბათუმის "დინამოსთან" - 1:2 და ბოლოს თბილისის "დინამოსთან" - 0:5.
ყველაფრის თავი და თავი საკადრო პრობლემებია. პირველ თამაშში, წასულების, დისკვალიფიცირებულებისა და ტრავმირებულების ჩათვლით, 9 კაცი დაგვაკლდა. მაღალი კლასის ფეხბურთელები წავიდნენ გუნდიდან და სამწუხაროდ, მათი ტოლ-სწორი შემცვლელების დროულად მოძიება ვერ მოხერხდა. ამ პერიოდში თავისუფალი აგენტების მოძებნა საერთოდ ჭირს ხოლმე", - ამბობს დარასელია.
ცხადია, ეს მიზეზები გასათვალისწინებელია, მაგრამ მეორე მხრივ, გულშემატკივარს, პირველ რიგში, შედეგი აინტერესებს. დარასელიას თქმით, ამ მიზნით უახლოეს დღეებში "დილას" სამი ლეგიონერი შეუერთდება:
"საკადრო პრობლემების მოსაგვარებლად, მალე გუნდში სამ ლეგიონერს დავიმატებთ. ერთი უკვე ჩამოვიდა და ვარჯიშობს, ორსაც ველოდებით. ერთი მარცხენა მცველია, მეორე - ცენტრალური ნახევარმცველი, მესამე კი ფლანგის თავდამსხმელი. ის ორი მოთამაშეც მალე ჩამოვა".
- გორის "დილამ" ფეხბურთელი "ნიუ იორკ კოსმოსიდან" დაიმატა
დარასელია ეთანხმება იმ აზრს, რომ ბოლო წაგებების შემდეგ "დილა" კატასტროფულ მდგომარეობაშია:
"მდგომარეობა რთულია, მაგრამ გამოსწორება შეიძლება. მე იმის მეიმედება, რომ ამ სამი ახალწვეულის გარდა, ტრავმირებულებიც მალე დაგვიბრუნდებიან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"