"ჩიხურას" პასუხი: არანაირი საფეხბურთო განათლება, ლიცენზია ან გამოცდილება

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.

- გამოხმაურება: ფიცს ვიწამებდი, ბოლო რომ არ მაკვირვებდეს
- ბერიკა შუკაკიძე: სადაც ახლა ვართ, იქ ვიქნებით ოთხი წლის შემდეგაც, როცა ეს პროგრამა დასრულდება

"ჩვენი მიზანი ვინმეს პიროვნული შეურაცხყოფა ან დისკრედიტაცია არ არის. სტატიაში მოყვანილი ყოველი მოსაზრება კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება, რომელთა შეფასება "ლელოს" გემოვნებიანი და გამოცდილი მკითხველისთვის მიგვინდვია.

წარმატებული ქართული საფეხბურთო კლუბის, საჩხერის "ჩიხურას" მიმართ მრავალი საქებარი სიტყვა მოგვისმენია როგორც გულშემატკივრის, ასევე ქართველი ჟურნალისტების მხრიდან. ასევე, ღიად და თავმდაბლობით მიგვიღია ყველა კრიტიკული შენიშვნა და
ვაღიარებთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მაინც ბევრი გვჭირდება,  როგორც სპორტული, ისე მენეჯმენტის კუთხით რომ დავაკმაყოფილოთ პატარა, თანამედროვე ფეხბურთის კლუბის მოთხოვნები.

აქვე დავამატებთ, რომ ბატონი ბერიკა შუკაკიძე არის კლუბის აღმასრულებელი დირექტორი და არა - სპორტული დირექტორი. კლუბში სპორტული კუთხით საქმიანობას წარმართავს სამწვრთნელო შტაბი, უეფას პრო-ლიცენზიის მქონე მწვრთნელის ხელმძღვანელობით; კლუბის ძირითად საქმიანობებს კურირებს ადმინისტრაცია, უეფას ფეხბურთის მენეჯმენტის სერტიფიკატის მქონე აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით. ხოლო, ბავშვთა აკადემიას წარმატებით უძღვება ფეხბურთის მენეჯმენტის სერტიფიკატისა და A ლიცენზიის მქონე დირექტორი.

მაგრამ ვერანაირ შენიშვნას ვერ მივიღებთ იმ ადამიანებისგან, ვინც პირადი სარგებლობის მიზნით განადგურების პირას მიიყვანა ფეხბურთი საჩხერეში.

ბატონმა თამაზმა, 90-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე ათას კუპონად შეიძინა საჩხერის ცენტრალური სტადიონი, რომლის მშენებლობაში მთელ რაიონს აქვს მონაწილეობა მიღებული და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ძროხების საბალახოდ იყენებდა, ფეხბურთელების გასახდელებს კი - ცხოველების სადგომად.

2003 წელს, საჩხერის რაიონში შეგროვდა ხელმოწერები, რათა ცენტრალური სტადიონი საფეხბურთო გუნდს დაბრუნებოდა. ბატონმა თამაზმა დათმო ცენტრალური სტადიონი, რისთვისაც მიიღო 7 000 ლარი და მიწის ნაკვეთები სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ცენტრალური ტრასის მხრიდან დაირეგისტრირა სტადიონის ტერიტორია და დღემდე წარმატებით უძღვებიან სანტექნიკის მაღაზიას. სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია მისი ოჯახის საკუთრებაში მყოფი სარიტუალო დარბაზი და ლუდის დუქანი.

ბატონი თამაზი დღეს გვეპატიჟება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ტურნირზე, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენი კლუბის სტადიონი მასპინძლობს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ტურნირს ბურთებით, მსაჯებით და დაცვის სამსახურით მაშინ, როცა წლების წინ ბატონი თამაზი მის მიერ მითვისებულ ცენტრალურ სტადიონზე აღნიშნული ტურნირის გამართვის ნებას არ აძლევდა რაიონის გამგეობას.

მას ასევე გული "შესტკივა" საჩხერეში ბავშვთა ფეხბურთზე. ცნობისათვის, ჩვენს აკადემიაში უფასოდ ვარჯიშობს 495 ბავშვი. უზრუნველყოფილია მათი შეჯიბრებებში მონაწილეობა, სათამაშო ფორმა, ინვენტარი, საწვრთნელი შეკრებები და საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება. აი, ამ მონდომებას გვიწუნებს ადამიანი, ვინც ცენტრალურ სტადიონზე წლების განმავლობაში სპორტული სკოლის ასაკობრივ ჯგუფებს არ უშვებდა!

2012 წლამდე, საფეხბურთო კლუბ საჩხერის "ჩიხურას" ადმინისტრაციას დიდი მონდომება სჭირდებოდა საქველმოქმედო ფონდ "ქართუდან" საჩუქრად მიღებული თანხების გამოყენებისათვის კლუბის დამფუძნებლების დასათანხმებლად. ერთ-ერთი დამფუძნებელი ბატონი თამაზი იყო.

ვერანაირ რეკომენდაციას ვერ მივიღებთ ადამიანისაგან, რომელიც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ძალოსნობის მწვრთნელობით ამაყობს. ჩვენ ვიცნობთ მის შეხედულებებს ფეხბურთის განვითარებაზე, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ტენდენციებით საზრდოობს. მას არ გააჩნია არანაირი საფეხბურთო განათლება, ლიცენზია ან გამოცდილება.

კლუბის ადმინისტრაცია ვერ გაითვალისწინებს იმ ადამიანის (ან ადამიანების) მოსაზრებებს, ვისი კომპეტენცია, გამოცდილება და ცოდნა ჯერ კიდევ საბჭოური მეთოდებით და მიდგომებით არის გაჯერებული.

აქვე, ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, კლუბის ხელმძღვანელობის შრომითი ანაზღაურების შესახებ, რომელიც, ცნობისთვის, ყველაზე დაბალია ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებს შორის", - წერია განცხადებაში.

P.S. "ლელომ" ორივე მხარეს მისცა პოზიციის გამოხატვის საშუალება. რედაქცია აღნიშნულ საკითხზე პოლემიკას წყვეტს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
პირველ რიგში დიდი უპასუისმგებლობაა და არაპროფესიონაიზმი ჟურნალისტისგან გამოძების და დაზუსტებების გარეშე ვიღაც–ვიღაცების მოსაზრებებს რომ აქვეყნებს (წინა სტატია) და აყენებს კლუბს ისეთ ვითარებაში ყოველგვარ სისულელეზე პასუხი გასცეს. აშკარად სახეზეა უპატივცემულობა და კერძო ინტერესი(თინდაც ინტრიგა)
მეორე, პრობლემები ბევრია და სტატიაში საერთოდ არ იყოს საუბარი საკითხებზე რომელიც რეალურად მნიშვნელოვანი და პრობლემატურია.(ინტრიგა აკლდა)
მესამე. ქართლი ფეხბურთის ამ დონემდე მიყვანაში, სხვა დანრჩეენებთნ ერთად ჟურნალისტებსაც მიუძღვის. მაგალითი წინა სტატიაა, არაფრის მომცემი განცხადებები, უპასუხსმეგრბლო ბრალდებები მიკერძოება, "ვინმეს არ ვაწყენინოთ ზევით"...
ჟურნალისტი
17:38 16-08-2017
0
დარსაძე ვაბშე ცირკია VEრ GAVIGE რა უნდა ვაბშე ტიპს ან ეგეთი რა ვალი აქვს ქვეყანას 90 წლიდან მანდ რო მუშაობს მაგის სემიანრებს ვესწრებოდი და ტიპი პირადაპირ აღიარებდა ვინც იყო. კიდე ტელეფონებს ვერ იტანს ვინმემ კაცურად გადაუღეთ თავის სემიანრებზე რეებს ბაზრობს ჩუმათ და გამოააშკარავეთ ეგ გველშაპი მომჯდარია მაგ ლიცენზიებს და გვეუნება მინდა მოქცემ ლიცენზიებს მინდა არაო გველშაპი რო წყალს გადაკეტავს ეგრეა,, მოსიხით მადლი ქენით სიკეთე და მოაცილეთ გველშაპი ადმინ ვინც არ გამოაქვეყნოს ის იყოს გველკუა
Dinamo
14:09 11-08-2017
1

სიახლეები პოპულარული