ეროვნული ლიგა. XXIII ტური. "ტორპედომ" "დილასთან" ნავსი გატეხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში, ქუთაისის "ტორპედომ" გორის "დილა" საკუთარ კედლებში დაამარცხა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

"ტორპედოს" "დილასთან", ქუთაისში, ბოლოს, 2013 წლის მაისში ჰქონდა მოგებული. მას შემდეგ გამართული 6 დაპირისპირებიდან 3 გორელებს ჰქონდათ მოგებული, 3 კი ფრედ იყო დასრულებული.

დღეს გამართულ მატჩშიც, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - 34-ე წუთზე თავი გორელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ფლავიომ გამოიჩინა.

"ტორპედოს" 3 ქულა გიორგი კუხიანიძემ მოუტანა. 25 წლის თავდამსხმელმა, მე-2 ტაიმის დასაწყისში, ორ წუთში, დუბლი გაიფორმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაქტი სახეზეა რომ თაღლითურად ჩაიგდეს გუნდი ხელში და ეხლა რასაც უნდათ იმას აკეთებენ,მათ რომ კარგი გუნდის გაკეთება სდომოდათ რასაც ხალხს პირდებოდნენ იმ ორ ფეხბურთელს ეგრევე არ გააქანებდნენ სხვა გუნდში პირიქით დატოვებდნენ და უფრო გააძლიერებდნენ!!! ალბათ იმ ფულსაც თავის ფეხბურთელებს ახარჯებენ ვინც აქ მოყავთ რომ გააცოცხლონ და მერე ფული იშოვონ დანარჩენს კი ალბათ კაპიკებს უყრიან მათთან შედარებით.სასწარფოდ გასარკვევია ყველაფერი და მთავრობამ მაქსიმალურად მოსთხოვოს ნაკისრი ვალდებულებები სანამ ჯერ კიდევ ადრეა!!! პლეიოფი გარდაუვალი გახდა და მერე კიდევ ან დარჩება გუნდი ეროვნულ ლიგაში ან არა! სანამ ჯერ კიდევ ადრეა თორემ მალე უკვე გვიანი იქნება!!!
dragonfly
12:06 21-08-2017
0
იმედია გორელი გულშემატკივარი ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად დაინტერესდებიან რა ხდება გუნდში, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
gizog
11:39 21-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული