ეროვნული ლიგა. XXIII ტური. "ტორპედომ" "დილასთან" ნავსი გატეხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში, ქუთაისის "ტორპედომ" გორის "დილა" საკუთარ კედლებში დაამარცხა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

"ტორპედოს" "დილასთან", ქუთაისში, ბოლოს, 2013 წლის მაისში ჰქონდა მოგებული. მას შემდეგ გამართული 6 დაპირისპირებიდან 3 გორელებს ჰქონდათ მოგებული, 3 კი ფრედ იყო დასრულებული.

დღეს გამართულ მატჩშიც, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - 34-ე წუთზე თავი გორელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ფლავიომ გამოიჩინა.

"ტორპედოს" 3 ქულა გიორგი კუხიანიძემ მოუტანა. 25 წლის თავდამსხმელმა, მე-2 ტაიმის დასაწყისში, ორ წუთში, დუბლი გაიფორმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორც იქნა მოხდა სასწაული და ტორპედომ დილას მოუგო.
დილა ნელ-ნელა ემსგავსება საცემ ბიჭს. ასე იცის ისეთი ინვესტორის მოსვლამ ვისაც არა აქვს ვალდებულება კლუბში 2 ჯერ მეტი დახარჯოს ვიდრე ფონდი აძლევს ფულს.ებრაელები მოვდინენ იმ აზრით რომ ქართულისახელწმფიო ფულით თავიანთთვსი ფულს იშოვნიდნენ,მალე მაგათ მაყურებელი გააგდებს გორიდან.
Guadua
10:13 21-08-2017
0
იმედია გორელი გულშემატკივარი ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად დაინტერესდებიან რა ხდება გუნდში, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
gizog
11:39 21-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული