თბილისის "დინამომ" "დინამო არენაზე" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.
პირველი გოლი 34-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა. 53-ე და 55-ე წუთზე აკაკი შულაიამ და ბექა მიქელთაძემ "დინამოს" უპირატესობა 3-მდე გაზარდეს.
69-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "ჩიხურა" მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა. ამის შემდეგ მასპინძლებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. 74-ე წუთზე მიქელთაძემ დუბლი გაიფორმა.
82-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ მეხუთე გოლი "დინამოს" სასარგებლოდ და შეხვედრას საბოლოო წერტილი
დინამოში ნიადაგ გამოცვლი და საფუძველ გამოცლილი კოვტალიუკი დღითიდღე ხმება და ჭკნება, მაგის წამალი მხოლოდ კოლხეთი იყო,გადაუხადეთ კოლხეთს 200 000 დოლარი რომ უკან წაიყვანოს კოვტალიუკი.