კოლხეთი-სამტრედია 1:3 - სამტრედიელთა სამაია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ შეხვედრაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი აშკარა ფავორიტად ითვლებოდა. მით უმეტეს, "კოლხეთს" დიდი დანაკლისი ჰქონდა. სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ითამაშეს ომარ გოგონაიამ, ვარლამ კილასონიამ, დავით ბოლქვაძემ... განსაკუთრებით, დიდი პრობლემები ჰქონდათ ფოთელებს დაცვაში...

ორი სიტყვა უნდა ითქვას სამტრედიელთა მიერ არჩეულ საინტერესო ტაქტიკურ სქემაზე. იმერლები სამი ცენტრალური მცველით თამაშობდნენ, მჭედლიშვილი და ბალდე კი ფლანგელების ფუნქციებს ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ეს შეტევაში მეტად ეფექტურ თამაშზე გათვლილი ტაქტიკური სვლა იყო გია ცეცაძის მხრიდან.

სწორედ ფოთელთა დაცვის სისუსტემ იჩინა თავი შეხვედრის დასაწყისშივე. გურამ სამუშიამ პირობით მასპინძელთა
მცველებს ჩაუდრიბლინგა, მეკარე კოკა სეფიაშვილთან პირისპირ გავიდა და აუღელვებლად დაუმიზნა შორეულ კუთხეში...

სამტრედიელთათვის სამწუხაროდ, დაშავდა ბალდე, ვინც ერთობ აქტიური გახლდათ.

ტაიმის ბოლომდე ორივე გუნდის კართან რამდენჯერმე "ჩამოცხა", მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. საინტერესოა, რომ აუტსაიდერი "კოლხეთი" არაფერში ჩამორჩებოდა ფავორიტს.

მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ინტრიგა თითქმის მოკვდა. ფოთელთა დაცვამ კიდევ ერთხელ აურია, მჭედლიშვილმა კი ამით შესანიშნავად ისარგებლა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მერე იყო კიდევ ერთი "ღია კარის დღე" ფოთელთა დაცვაში, ინტერს გის გოლი, რასაც გიორგი ბუხაიძის მიერ გატანილი შესანიშნავი გოლი მოჰყვა. საბოლოო ჯამში, "სამტრედიამ" მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

მატჩის სტენოგრამა
7' - გოლი! გურამ სამუშიას შესანიშნავი რეიდი და "სამტრედია" დაწინაურდა.
18' - ჯონ მაჩარიას გადაცემის შემდეგ დერებჩინსკიმ დაარტყა და მიგინეიშვილი ბურთს ადგილზე დახვდა.
19' - სამუშიას დარტყმა სეფიაშვილმა მოიგერია.
20' - საეჭვო ეპიზოდი ფოთელთა მცველისა და დერებჩინსკის მონაწილეობით. არბიტრმა 11-მეტრიანი არ დანიშნა.
23' - ბუხაიძის "სტანდარტული". მიგინეიშვილმა საიმედოდ ითამაშა.
29' - ნიკა საბანაძის მიერ ახლო კუთხეში დარტყმულ ბურთს სეფიაშვილი ადგილზე დახვდა.
30' - გიორგი ჯანელიძეს მიგინეიშვილმა არ გაატანინა.
32' - დავით რაჟამაშვილის ძლიერი დარტყმა ფოთელთა კარს ასცდა.
34' - მიგინეიშვილმა იგორ ბროვკოს ჩაწოდება გააუვნებლა.
43' - მჭედლიშვილმა მახვილი კუთხიდან ბურთი ზემოდან გადააცილა ფოთელთა კარს.
45' - ფოთელთა შეტევა. ჯანელიძეს შორეულ კუთხეში დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა.
45' - მიგინეიშვილმა ბუხაიძის ურთულესი დარტყმული მოიგერია.
53' - მჭედლიშვილის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მარკოზაშვილს სეფიაშვილმა არ დაანება კარი.
54' - გოლი! ფოთელი მცველების კიდევ ერთი უპატიებელი შეცდომა და მჭედლიშვილმა ორამდე გაზარდა სამტრედიელთა უპირატესობა.
55' - კოლხები კიდევ ერთხელ და ამჯერადაც უშედეგოდ ითხოვენ 11-მეტრიანს...
63' - ინტერს გის დარტყმული ფოთელთა კარს ოდნავ ასცდა.
67' - გოლი! შეცვლაზე შესული ინტერს გი ფოთელთა საჯარიმოში შეიჭრა და შეტევა გოლით დააგვირგვინა.
70' - გოლი! ბუხაიძემ თავად წაიღო ბურთი და უძლიერესი დარტყმით შორეულ კუთხეში შეაგდო.
82' - ჯანელიძის დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია.
86' - რაჟამაშვილის შესანიშნავი პასის შემდეგ საბანაძემ ვერ გაიტანა.
90' - მჭედლიშვილს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ უაღრესად ხელსაყრელი მდგომარეობიდან ვერ შეძლო კარის აღება.

ეროვნული ლიგა. XXV ტური
08.09. ბათუმი. "რაგბი არენა"
კოლხეთი-სამტრედია 1:3
გოლები: 0:1 სამუშია (12), 0:2 მჭედლიშვილი (54), 0:3 გი (67), 1:3 ბუხაიძე (70)
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, კერძევაძე, ოტიენო, ლ. კაკულია (70. ბახია) - ბროვკო (79. კოკაია), ნონდი (75. შალიკაშვილი), ჯანელიძე, მაჩარია, დერებჩინსკი - ბუხაიძე.
სათადარიგოები: შერმადინი, ბერაია
მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე
სამტრედია (3-2-2-2-1): მიგინეიშვილი - გოგიაშვილი, სანდოხაძე, კასრაძე - მჭედლიშვილი, ბალდე (37. ახალაძე) - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე (46. მარკოზაშვილი) - რაჟამაშვილი, სამუშია (62. გი) - საბანაძე.
სათადარიგოები: სტურუა, ჯიქია, მთივლიშვილი, ოლაიტანი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ნონდი (7), კასრაძე (78), ბროვკო (78)
არბიტრი: პ. მაჭარაძე.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივ.) 11
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10

მომდევნო ტური
16 სექტემბერი, შაბათი
სამტრედია-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-ტორპედო

17 სექტემბერი, კვირა
ჩიხურა-კოლხეთი
შუქურა-დილა
დინამო (თბ)-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული