"ლოკომოტივი": ლევან ყენიამ ბურთით ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
მაისში თბილისის "ლოკომოტივმა" მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა: 9-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს ლევან ყენია დაუბრუნდა, რომელმაც კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გააფორმა.

მაგრამ 26 წლის ნახევარმცველს "ლოკომოტივში" დღემდე არ უთამაშია. ლევანი იმედოვნებდა, რომ ჩარიცხვიდან ერთ თვეში მოედანს დაუბრუნდებოდა და გუნდთან ერთად მოემზადებოდა, მაგრამ პრაღის "სლავიაში" მიღებული ტრავმის მკურნალობას და შემდეგ რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა: მენჯ-ბარძაყის ტრავმა რთულად მოსარჩენი აღმოჩნდა და ძუნძულიც აგვისტოში დაიწყო.

მოედანზე დაბრუნება ძალიან გაეწელა და ზუსტად არავინ ეუბნებოდა,
ამას როდის შეძლებდა.

გუშინ კი ის მოხდა, რასაც ლევანი და მისი გულშემატკივარი ამ ხნის განმავლობაში ელოდნენ - ყენიამ საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, ბურთით ვარჯიში დაიწყო. ცხადია, ფორმის აღსადგენად დრო დასჭირდება, მაგრამ მისი გამოჩენა "ლოკომოტივსაც" წაადგება, ეროვნულ ლიგასაც და საქართველოს ნაკრებსაც.

ამიტომ, იმედი გვაქვს, ყენიას მალე მოედანზე ვიხილავთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მაგან მასე თუ გააგრძელა მალე აუზში წყალსაც ჩაუსხამენ
მეზარბაზნე
20:52 15-09-2017
1
შეიძლება სურათის რაკურსის ბრალია,მაგრამ ისე ჩანს,რომ ეს ბიჭი ძალიან გამხდარია,კუნთები ფაქტიურად არ ეტყობა. ასეთი ფიზიკით ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს გაუგებარია
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული