ეროვნული ლიგა. XXVII ტური: პირველი არხის თავგატეხილი ტექნიკოსი და ფრე ქართულ ელ კლასიკოში

AutoSharing Option

24 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVII ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ფრე 1:1 დასრულდა.

ქართული ელ კლასიკო რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, დაახლოებით 10 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო .

როგორც მატჩის კომენტატორებმა განაცხადეს: მატჩის დასაწყისში "ტორპედოსა" და "დინამოს" ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სტადიონის გარე პერიმეტრიდან ქუთაისელმა ფანმა ქვა ისროლა, რის შედეგადაც პირველი არხის მოძრავი სატელევიზიო სადგურის ინჟინერი, გიორგი ტოგონიძე დაშავდა. დაშავებული, თავის არეში მიღებული ჭრილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირველი ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, მაგრამ შედეგიან
შეტევას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა. აქტიური იყო "დინამოს" კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ტრავმის შემდგომ ამ თამაშში დაუბრუნდა. საბოლოოდ პირველი ნახევარი ფრე 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში გიორგი ქიმაძემ კიტეიშვილის წინააღმდეგ იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ჯარიმის დარტყმა ლაშა თოთაძემ ითავა და ზუსტი დარტყმით ანგარიში 0:1 გახადა. მატჩის 94-ე წუთზე ქიმაძის ჩაწოდებას კარგად დაუხვდა ლაშა კუჭუხიძე და ანგარიში გაათანაბრა 1:1.

ამ ეტაპზე "დინამო" 58 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა და "ტორპედო" 52 ქულით მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
უსაქმურების და დაკომპლექსებული ხალხის ჯოგი თუ მოიქცევა მხოლოდ ასე
lashari
21:48 24-09-2017
7
ტორპედოს ე.წ. "ფანებს" დროა პასუხი აგებინონ. თბილისში ლოკომოტივთან გულშემატკივარი გადააგდეს ტრიბუნიდან მინდორზე და არაფერი, ახლა ტელევიზიის თანამშრომელს გაუტეხეს თავი და ალბათ ისევ არაფერი. სამწუხაროა რომ ეს ვაიგულშემატკივრები ისეთ დიდებულ ქალაქს როგორიც ქუთაისია სახელს უტეხენ. მოკლედ დროა სერიოზულად მიეხედოს ამ საკითხს.
miriani
09:29 25-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული