ფოთის "კოლხეთის" მცველი ოტიენო კენიის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
კენიის ეროვნული გუნდი 5 და 8 ოქტომბერს ამხანაგურ მატჩებს გამართავს ერაყსა და ტაილანდთან. ამ თამაშებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტენლი ოკუმბმა ფოთის "კოლხეთის" მარცხენა მცველი ერიკ უმა ოტიენოც გამოიძახა.

ის 20 წლისაა. ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს. მის დოსიეში 9 ოფიციალური და 8 ამხანაგური მატჩია. კენიელი ის იშვიათი ლეგიონერია ქართულ საფეხბურთო ლიგაში, რომელიც თავისი ქვეყნის ნაკრების მოქმედი წევრია.

საინტერესოა, რომ კენიის ნაკრები ფიფას ბოლო რეიტინგში 88-ე ადგილზეა და საქართველოს (103) 15 პოზიციით უსწრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს მცველი გამოადგებოდა ნებისმიერ წამყვან ქართულ გუნდს,სადღაც რო ეძებენ ხოლმე ფეხბურთელებს აგერ ცხვირწინ თამაშობს,უბრალოდ თვალიების კარგად გახელა უნდა.
bebeto
14:31 26-09-2017
0
გავიგეთ ერთხელ დარა მოხდა? ფოთი ვარდებ ლიგიდან და 0 გუნდია. ოტიენოს წასვლა წამოსვლა ვისღა აიბტყერესებს. სტადიონი გაულეთეტ და ბურთენი იყიდონ
ოჰო
17:36 25-09-2017
3

სიახლეები პოპულარული