III წრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და სიმბოლური

AutoSharing Option
ეროვნულმა საფეხბურთო ლიგამ მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელი, ფეხბურთელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

თვის რჩეულებში ეს ფეხბურთელები მოხვდნენ:

მეკარე: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო);
მცველები: ლევან გეგეჭკორი (დინამო თბ), დავით კობოური (დინამო თბ), ნიკა სანდოხაძე (სამტრედია), გიორგი ქიმაძე (ტორპედო);
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), დავით ვოლკოვი (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი);
თავდამსხმელები: ინტერს გიი (სამტრედია), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი).

როგორც ხედავთ, სიმბოლურ ნაკრებში 3 ფეხბურთელი მოხვდა "საბურთალოდან", 2-2 - თბილისის "დინამოდან", ქუთაისის "ტორპედოდან", თბილისის "ლოკომოტივიდან" და "სამტრედიიდან".

ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელად
"საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი დასახელდა, საუკეთესო ფეხბურთელად კი - ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, თბილისის "ლოკომოტივის" ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე. მიმდინარე ჩემპიონატში სიხარულიძეს 22 გოლი (9 დუბლი) აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული