13:45 02-10-2017
ლოკომოტივი-დინამო (ბთ) 3:0 - "ლოკომოტივს" ვეღარ აჩერებენ [VIDEO]
AutoSharing Option
მეტოქეებს სალამი არ დაესრულებინათ, როცა ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ანგარიში გახსნა. სიხარულიძეს გოლი ძალიან ლამაზი გამოუვიდა - გიორგი რეხვიაშვილის გადაცემის შემდეგ "რკინიგზელთა" ფორვარდმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და ერთი შეხებით ბადე ულამაზესი დარტყმით შეარხია. ეს მისი 23-ე გოლი იყო მიმდინარე ეროვნულ ლიგაში.
თბილისელებმა თავიდანვე შტურმი მოუწყვეს მეტოქეს და მე-10 წუთზე უპირატესობაც გაზარდეს - გეგა დიასამიძის შესრულებული კუთხურის შემდეგ გიორგი რეხვიაშვილმა მამუკა კობახიძეს ბურთი კარის წინ დაუგდო და ამანაც ბურთი კარში გაგზავნა - 2:0. ეს მისი პირველი გოლი იყო თბილისურ გუნდში.
თბილისელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ სიხარულიძის, გიორგი გოროზიასა და ლაშა გვალიას დარტყმებს შედეგი არ მოჰყოლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიხარულიძის მცდელობა, როცა ბომბარდირი "მაკრატელათი" ურტყამდა.
ბათუმელებმა კი პირველად კარში 23-ე წუთზე დაარტყეს: თუმცა იაროსლავ კვასოვის იერიშისას მეკარე რევაზ თევდორაძემ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.
37-ე წუთზე "დინამოს" კარში მესამე გოლი გავიდა და ეს ისეთ ლამაზ, თან სწრაფ კომბინაციას მოჰყვა, ნებისმიერი ჩემპიონატის საუკეთესო გოლებში რომ მოხვდებოდა. მარჯვენა ფლანგიდან გოროზიამ საჯარიმოში სიხარულიძე მოძებნა, რომელმაც იქვე მყოფ დიასამიძეს დაუგდო და მანაც უძლიერესი დარტყმით ლამის ბადე შეიწირა - 3:0. ეს მისი მესამე გოლი იყო ბოლო 4 მატჩში.
სამწუხაროდ, სიხარულიძე დაშავდა და მის ნაცვლად, "ლოკომოტივს" მეორე ტაიმის დაწყება იძულებითი ცვლილებით მოუხდა - თამაშში ლუკა კიკაბიძე ჩაერთო.
ბათუმელთაგან სხვაობის შემცირება ორჯერ შეეძლო ოთარ მარცვალაძეს: 65-ე წუთზე 3 მცველში გაძვრა და ახლოდან დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.
69-ე წუთზე კი საჯარიმოში შეჭრილმა მახვილი კუთხიდან თევდორაძეს ვერ აჯობა. გავიდა ხუთიოდე წუთი და ნიკა კვანტალიანის "მოჭრილ" დარტყმულზე თბილისელთა მეკარემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.
მე-80 წუთზე ანგარიშის გაზრდა ნოდარ ქავთარაძესაც შეეძლო, მაგრამ სტუმართა მეკარე ანატოლი ტიმოფეევმა ძალიან კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
საბოლოოდ, გიორგი დევდარიანის გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა და მომდევნო მატჩში ძალიან სერიოზული გამოცდა ელის - 15 ოქტომბერს თბილისის "დინამოს" ხვდება...
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური
30.09. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ლოკომოტივი-დინამო(ბთ) 3:0
გოლები: 1:0 სიხარულიძე (1. რეხვიაშვილის პასით), 2:0 კობახიძე (10. რეხვიაშვილის პასით), 3:0 დიასამიძე (37. სიხარულიძის პასით)
ლოკომოტივი (4-3-3): რ. თევდორაძე - ღონღაძე, კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა - გოროზია (69. ლ. ქურდაძე), გვალია, სამურკასოვი (62. ჭანტურია) - ქავთარაძე, სიხარულიძე (46. კიკაბიძე), დიასამიძე.
სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, ჩიტეიშვილი, ხიდეშელი, გაბაძე
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
დინამო (4-2-3-1): ტიმოფეევი - ტვილდიანი, ფარტენაძე, მგელაძე, ჩოგაძე (56. კვანტალიანი) - შონია, არზიანი - გ. ქავთარაძე (67. ვ. თევდორაძე), ე. გრიგალაშვილი, კვასოვი (75. ფლამარიონი) - მარცვალაძე.
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე, რ. რუხაძე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილება: არზიანი (78), კობახიძე (82)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 23
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13
ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11
მომდევნო ტური
13 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-დილა
14 ოქტომბერი, შაბათი
ტორპედო-შუქურა
15 ოქტომბერი, კვირა
საბურთალო-კოლხეთი
დინამო (თბ)-ლოკომოტივი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დახვრიტეტ დინამოს ხელმზღვანელობა და გაუშვით ეს უცხო ფაროსანა ფეხბურთელები
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული