"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება

AutoSharing Option
გადაწყდა, რომ 19 სექტემბერს, ეროვნული ლიგის XXX ტურის შეხვედრაში "კოლხეთი" ქუთაისის "ტორპედოს" ფოთში უმასპინძლებს, - ეს ამბავი "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ გვითხრა:

"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ და მატჩი "პარკი არენაზე" გაიმართება, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. ფოთში დაბრუნება გუნდისთვის დიდი სტიმული და იმედია. საქართველოში ქალაქი არ დარჩა, სადაც რომელიმე კლუბისთვის არ გვიმასპინძლია - სამტრედიაში, ლანჩხუთში, ქობულეთში... ბათუმშიც კი.

ამანაც დიდი როლი ითამაშა, ახლა ბოლოში რომ ვართ, რადგან საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშის დროს გუნდი სხვაგვარად მობილიზებული და მონდომებულია".

ფოთელებს იმედი
აქვთ, რომ 2018 წელს საკუთარ, "ფაზისის" სტადიონზე ითამაშებენ:

"წლებია, რამდენიმე ტენდერისა და მცდელობის მიუხედავად, ჩვენი სტადიონის განახლებას საშველი არ დაადგა. ამ წვალების შემდეგ ახლა პირველად გაგვიჩნდა რეალური იმედი, რომ მშენებლობა მალე დაიწყება. არის გეგმა, რომ პირველ ეტაპზე დასავლეთი ტრიბუნები მოეწყობა, რომელიც 3 ათას მაყურებელს დაიტევს.

გარდა ამისა, მოედნის საფარი მოწესრიგდება, რაც ფოთში თამაშის საშუალებას მოგვცემს. შემდეგ ეტაპზე კი გათვალსიწინებულია, რომ აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ტრიბუნებიც აშენდება, სტადიონი შეიკვრება და 7200 მაყურებელს დაიტევს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაგვიანებულია
irakli
09:28 18-10-2017
0

სიახლეები პოპულარული