
ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით სამტრედიელთა ყოფილ დამრიგებელს ვესაუბრეთ.
- ბატონო გია, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ბათუმის "დინამოში" შეიძლება მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიხილოთ. რამდენად რეალურია ეს?
- არ არის რეალური ნამდვილად, ამ ეტაპზე არცერთ ქართულ გუნდში არ ვინიშნები მწვრთნელად. ამ დროისთვის არ ყოფილა შემოთავაზება არცერთი გუნდიდან და ჩემპიონატის დასრულებას დაველოდები, შემდეგ კი, ალბათ, იქნება შემოთავაზებები.
- როგორ შეაფასებთ თქვენი მწვრთნელობის გარეშე "სამტრედიის"
- დადებითად, რა თქმა უნდა, მომზადებულია გუნდი, ცვლილებებია და ეს მისასალმებელია. რაც მთავარია, შედეგია და ეს დასაფასებელია.
- თქვენი აზრით, შეძლებს "სამტრედია" ჩემპიონობისთვის ბრძოლას?
- აუცილებლად შეძლებს, მწვრთნელსაც შესწევს მაგის ძალა და ფეხბურთელებსაც აქვთ შესაბამისი პოტენციალი. აქედან უფრო იოლად ვუყურებ გუნდის მატჩებს და ორმაგი სურვილი მაქვს, რომ გახდნენ ჩემპიონები. რესურსი ნამდვილად აქვთ.