21:55 28-10-2017
ეროვნული ლიგა. XXXII ტური: თბილისის "დინამო“ ქუთაისის "ტორპედოს“ 4 ქულით გაექცა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ ტაიმში ანგარიში სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ქარდავამ გახსნა, შესვენების წინ კი თოთაძემ თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით მეორე გოლი გაუტანა მწყერაშვილს, რომელსაც განხორციელებული დარტყმის მანძილიდან გამომდინარე, ბურთის მოგერიება მართებდა.
მატჩის მეორე ნახევრის დასაწყისში კვენაძემ ერთი გოლი კი გაქვითა და თითქოს შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნდა, მაგრამ 59-ე წუთზე შულაიამ საჩხერელთა კარი მესამედ დალაშქრა და გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.
მოკლედ, "დინამომ“ უახლოესი მდევარი ქუთაისის "ტორპედო“ 4 ქულით ჩამოიტოვა, ხოლო "ჩიხურა“ 46 ქულით კვლავ მე-6 ადგილზეა.
"ჩიხურა“: მწყერაშვილი (64. ჰამზიჩი), გრიგალაშვილი, მირცხულავა, ფონიავა, განუგრავა, კაკუბავა, ლექვთაძე, კვერნაძე (61. გაბედავა), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (67. ივანიშვილი), დეკანოიძე
"დინამო“: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა (90. გადრანი), ძარია (80. ნინუა), კიტეიშვილი, მიქელთაძე, შულაია, სალუქვაძე, კობოური, ქავთარაძე (83. ქოჩლაძე)
გოლები: ქარდავა, 15 (0:1), თოთაზე, 41 (0:2), კვერნაძე, 46 (1:2), შულაია, 59 (1:3)
გაფრთხილება: ჩიკვაიძე (50), თოთაძე (77)
მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ძალიან მინდა რომ საბურთალომ ყველა თამაში მოიგოს!
0
0
რა აზრი აქვს რომ ტორპედო გავიდეს პირველ ადგილზე,როდის გაძლიერდება გუნდი არა ვინ იცის. თასის ფინალში ტორპედო არ დაინდობს ჩიხურას.
0
0
Ara winaswar vicodito rom kutaisi waagebdao ise ambobt titqos dilas agaraperi unda da ganagdebuli aqvs darchena umaglesshi, logikas rom mivyvet mash tormedo lokostan waagebda shedarebit dzliertan dilastan shedarebit, haerivit schirdeboda dilas qulebi da ibrdzoles bichemba bolomde, sakmaod bevri momenti hqonda torpedos gasatani, tu masea mash arc nomentebs sheqmnidnen, aserom dila roca igebs yoveltvis vkitxulob rom moagebines da arc masea araa bichebi saqme, darchenaze brdzolobs gundi.
0
0
ალეხსანდრეს! შე მართლა დილეტანტო! სად წაიკითხე მე დამეწეროს, რომ საშუალო გუნდი ლიდერს აუცილებლად უნდა ამარცხებდეს, შენ თუ ერკვევი ფეხბურთში,უნდა იცოდე რომ ბოლო ორ ტურში გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა არ იცვლება 60 პროცენტით. საჩხერე 80 პროცენტი ტასის ფინალშია,სავარაუდოდ ვის შეიძლება შეხვდეს ფინალში თუ იცი& შენ ქუთაისელს არ გავხარ (ისე ცნობისათვის),გეტყობა თამაშებსაც არ უყურებ თორემ მაგ უაზრო კომენტარსაც არ დაწერდი.
1
0
ჩიხურას შემადგენლობა მომდევნო თამაშის და მოხდენილი საგზაო ინციდენტის გამო იყო შეცვლილი 60%-ით :) და ტორპედოს ჩამორჩენა თავისი ბრალია და სხვსი არავის. უფრო სამართლაინია დილას ფეხბურთელებს მისცეთ მედლები. კიდევ თუ იმის ილუზია გაქ, რომ ჩიხურა დინამოს ჩემპიონობა აწყობს გადახედე განვლილ სეზონებს და ნახავ ჩიხურა როგორ იცავდა სამართლაინი თამაშის წესებს...
0
0
ირაკლი, დათა, დავიჯერო მართლა ასეთი დილეტანტები ხართ? ანუ, თუ გუნდი მოუგებს ლიდერს გასვლაზე მერე სახლში აუცილებლად უნდა ამარცხებდეს ცხრილის შუაში მყოფს? რა ადვილად პროგნოზირებადი ჯოფილა ფეხბურთი! რაღად გინდათ მუშაობა - წადით და დადეთ ფსონები და მშვენივრად იცხოვრებთ. გამიგია ყველაფერში შავს ხედავდე? ახალგაზრდა ბიჭები თავს იკლავენ და ფედერაცია ჩემპიონობას ჩუქნისო. ამიტომაცაა, რომ ქუთაისში ქვების სროლა მთავარია (მე ქუთაისელი ვარ - ცნობისთვის) და... ეჰჰჰ. ეშველება რამე ჩვენ ფეხბურთს?
4
2
გაგახაროს ღმერთმა, ძლივს ღირსეული შეფასება წავიკითხე ქუთათურო! თქვენნაირად უნდა აზროვნებდეს ყველაგულშემატკივარი და აღარ იქნებოდა ერთმანეთისთვის საშენი მასალების თავ-პირში რტყმა, მადლობა!!!
0
2
თუ დინამო ჩემპიონი გახდა,ერთი კომპლექტი მედლებისა ზედმეტი მიეცით ფრუიძისათვის!
2
4
Gaeqca dinamo araa..gaaqcies es cinascar icoda yvelam ro dges torpedo caagebda da samtrediac miyveboda mas.cina turi gasvliti matchi dinamos mougo da dges caago sasaciloa.torpedoc analogiurad aucaider dilastan damarcxdaa.es yvelaperi isaa ro dinamos zalit miatrevt da agebineben chempionats
1
9
საბურთალო სუსტია? ჯერ კომენტარიდან გამომდინარეც გეტყობა როგორ ერკვევი ქართულ ფეხბურთში. :დ
2
0
irakli ! საიდან იცოდი რომ წააგებდა ტორპედო? ტოტალიზატორში შეტანილია საქართველოს ჩემპიონატი და გაგეყიდა სახლი და დაგედო გორელთა მოგებაზე, გააოთხმაგებდი. საინტერესოა მსგავსი სისულელებისა შენ თვითონ თუ გჯერა, რასაც წერ? ან რა ჭირს "დინამოს სათრევი ? ყველა ჩემპიონატში ხდება ასეთი რამ, რომ მოგებულის მერე, გაცილებით სუსტებთან აგებს წინა ტურის გამარჯვებული, მაგალითები უამრავია და რომელ ჩემპიონატსაც მეტყვი იქიდან მოვიყვან კონკრეტულ ფაქტს.
2
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული